empty

15 აპრილი


ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

2019 წლის 15 აპრილი, 16:30 საათი
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638
(C კორპუსი, VI სართული)

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/227; 12.06.2018) III მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა; 
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ქეთევან მჭედლიშვილი; 
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;

2. საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ოთარ დანელიას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის, გოგა გულორდავას, კობა ლურსმანაშვილის, გიორგი გაჩეჩილაძის, ირაკლი ხახუბიას, გოგი მეშველიანის, სულხან მახათაძის, მამუკა მდინარაძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ირინე ფრუიძის, ანრი ოხანაშვილის, ცოტნე ზურაბიანის, ირაკლი მეზურნიშვილის, სვეტლანა კუდბას და მერაბ ქვარაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/120; 06.02.2018) III მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი კახაბერ კუჭავა;
ინიციატორები: საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, ზაზა ხუციშვილი, ენძელა მაჭავარიანი, გოგა გულორდავა, კობა ლურსმანაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, ირაკლი ხახუბია, გოგი მეშველიანი, სულხან მახათაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ირინე ფრუიძე, ანრი ოხანაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, სვეტლანა კუდბა და მერაბ ქვარაია;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: დაზმირ ჯოჯუა;
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;

3. საქართველოს პარლამენტის წევრების: კ. კუჭავას, ო. დანელიას, ზ. ხუციშვილის, ე. მაჭავარიანის, კ. ლურსმანაშვილის, ს. მახათაძის, გ. მეშველიანის, ი. ხახუბიას საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/287; 19.02.2019) II მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი კახაბერ კუჭავა;
ინიციატორები: საქართველოს პარლამენტის წევრები: კ. კუჭავა, ო. დანელია, ზ. ხუციშვილი, ე. მაჭავარიანი, კ. ლურსმანაშვილი, ს. მახათაძე, გ. მეშველიანი, ი. ხახუბია;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: დაზმირ ჯოჯუა;
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;

4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის (07-2/328; 02.04.2019) I მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ნათია მიქელაძე; 
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე;
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;

5. საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა ნაცვლიშვილის, რუსლან პოღოსიანის, სამველ მანუკიანის, აკაკი ზოიძის, ოთარ დანელიას, გიორგი თოთლაძის, ოთარ ჩრდილელის, ზაზა ხუციშვილის, მიხეილ ყაველაშვილის, თამარ ხულორდავას, დიმიტრი ცქიტიშვილის, ალექსანდრე ერქვანიას, ზვიად კვაჭანტირაძის, კობა კობალაძის, კახაბერ კუჭავას, მირიან წიკლაურის, ლევან ბეჟანიძის, გივი ჭიჭინაძის, გია მიქელაძის, ლევან კობერიძის, გედევან ფოფხაძის, ბიძინა გეგიძის, სულხან მახათაძის, სვეტლანა კუდბას, დიმიტრი მხეიძის, კობა ლურსმანაშვილის, ფატი ხალვაშის, ირაკლი აბუსერიძის, გია ჟორჟოლიანის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (07-3/312; 27.03.19) I მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი;
ინიციატორები: საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა ნაცვლიშვილი, რუსლან პოღოსიანი, სამველ მანუკიანი, აკაკი ზოიძე, ოთარ დანელია, გიორგი თოთლაძე, ოთარ ჩრდილელი, ზაზა ხუციშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა კობალაძე, კახაბერ კუჭავა, მირიან წიკლაური, ლევან ბეჟანიძე, გივი ჭიჭინაძე, გია მიქელაძე, ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე, ბიძინა გეგიძე, სულხან მახათაძე, სვეტლანა კუდბა, დიმიტრი მხეიძე, კობა ლურსმანაშვილი, ფატი ხალვაში, ირაკლი აბუსერიძე, გია ჟორჟოლიანი;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე;
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;

6. საქართველოს პარლამენტის წევრის, ადა მარშანიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/309; 20.03.2019) განხილვა;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ადა მარშანია;
ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ადა მარშანია;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ირაკლი ციმინტია; 
წამყვანი კომიტეტი: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;

7. მოქალაქე რობიზონ ქოქოშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-353/19; 14.012019) განხილვა;
მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: დაზმირ ჯოჯუა.