empty

7 დეკემბერი


საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

2017 წლის 7 დეკემბერი
პლენარული სხდომის შესვენების დროს
ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის N26
დარბაზი N303

დღის წესრიგი

1. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემუშავებული საქართველოს კანონის პროექტების: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“- I მოსმენით განხილვა.
მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე
პასუხისმგებელი პირი აპარატიდან: ელენე ჟორჟოლაძე
წამყვანი კომიტეტი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი

2. ასოციაცია „ჰერა XXI -ის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N15516; 21.07.17) განხილვა.
მომხსენებელი: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გულნარა შელია
პასუხისმგებელი პირი აპარატიდან: მაია ესებუა
წამყვანი კომიტეტი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;

3. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დებულებაში ცვლილების პროექტის განხილვა
მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე
პასუხისმგებელი პირი აპარატიდან: ირაკლი ციმინტია

4. სხვა მიმდინარე საკითხები.