ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში მოისმინეს

14 ნოემბერი 2017
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში მოისმინეს

ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია - „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“ მოისმინეს კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე. 

ინფორმაცია კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო და ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესრულებაზე ისაუბრა. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა, რომელიც 2017 წელს დაგეგმილი იყო 4%-ის ოდენობით, შეადგინა 4,7% და იგი იმედოვნებს, რომ ეს მაჩვენებელი წლის ბოლოსთვისაც შენარჩუნდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 12,1 %-ით გაიზარდა საგარეო ბრუნვა და ცხრა თვის 7 567.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხაზით, 2017 წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 2 მილიარდს გადააჭარბა და დაგეგმილი მაჩვენებლის 99,3% შეადგინა. ზოგადად, თითქმის ყველა პროგრამის შესრულებაში მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ეს ეხება მოსახლეობის როგორც სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ასევე სხვა მიმართულებებსაც.

მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრთა კითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო. 

სასიამოვნოა, რომ შენარჩუნებულია ტენდენცია იმასთან დაკავშირებით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, განსხვავებით შარშანდელისგან, გადახარჯვა აღარ არის. სამინისტროს მიერ გადადგმულმა ქმედითმა ნაბიჯებმა გამოიწვია ის, რომ ფისკალური კუთხით წესრიგი დამყარდა. ვფიქრობ, სამინისტროს მიერ განხორციელებული ცვლილებები და სახელმწიფოს მხრიდან გაღებული თანხები მოგვცემს მაქსიმალურ შედეგებს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიმართულებით“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი მთავრობასთან მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას.

გალერეა

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში მოისმინეს, 2017 წლის 14 ნოემბერი