ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სსიპ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოუსმინეს

10 ივნისი 2019
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სსიპ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოუსმინეს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, შესარჩევი კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ სსიპ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებად შერჩეულ კანდიდატებს მოუსმინეს. კომიტეტის წევრებმა ელექტრონული კომუნიკაციის - „სკაიპის“ საშუალებით, საბჭოს კანდიდატებს: ოლივიე რუსოს, ტიმო ვიჰერკენტას, მაიკლ რიდლის და ჟან-ფრედერიკ პოლსენს, ხოლო საბჭოს მეხუთე კანდიდატს, დავით წიკლაურს სხდომათა დარბაზში გაესაუბრნენ და მათგან სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტები, სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს განვითარების მიმართულებები და საპენსიო შენატანების საინვესტიციო პროექტებში დაბანდების საკითხებზე მოსაზრებები მოისმინეს. კომიტეტის წევრებმა საბჭოს წევრობის კანდიდატებს კითხვებით მიმართეს და გარკვეულ თემებზე დამაზუსტებელი პასუხები მოისმინეს.

საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ ფარული კენჭისყრა გაიმართა. სსიპ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების კანდიდატებს პარლამენტის პლენარული სხდომა დაამტკიცებს.
კომიტეტის სხდომის მეორე ნაწილი კანონშემოქმედებით საქმიანობას დაეთმო. შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ კომიტეტის წევრებს მართვის მოწმობის გაცემის წესთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტთა პაკეტი წარუდგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტების მომზადების მიზანს საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ევროპის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი წარმოადგენს. ცვლილებების შედეგად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება - პირველი ეტაპი დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება და მისი წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, - მართვის მოწმობის მიმღების მსურველს, მეორე ეტაპის გავლა - რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში მოუწევს. კანონპროექტის მიხედვით, შემოდის სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორია - “AM”, რომელიც მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს აერთიანებს. ასევე იცვლება მართვის მოწმობის უფლების მინიჭების ასაკი და იგი 17 წლის ნაცვლად, 18 წლით განისაზღვრება. მომხსენებლის ინფორმაციით, გამომდინარე აღნიშნული ცვლილებებისა, ასევე იცვლება სააგენტოს მომსახურების სფეროები და მათზე დაწესებული საფასურები. მარიანა მორგოშიამ ახალი საფასურის დადგენის მიზეზები განმარტა და მათი შემოღების აუცილებლობაზე ისაუბრა. კანონპროექტთა პაკეტის წარდგენის შემდეგ მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის შეფასებით, მისასალმებელია ის ინიციატივები, რომლებიც სააგენტომ წარმოადგინა, მაგრამ მისთვის მიუღებელია საფასურის გაზრდის ტენდენცია. მისი განცხადებით, მომსახურების ზოგიერთი საფასურის გაორმაგება საკმაოდ რთული თემაა. მან კანონპროექტის ინიციატორებს თხოვნით მიმართა და აღნიშნული მოთხოვნა, რომელიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის შეღავათების დაწესების საკითხი კომიტეტის სხდომის ოქმში ასახა.

კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემსაქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ წარმოადგინა და ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მაჩვენებლებზე ისაუბრა. მან კომიტეტს მისი საკურატორო სფეროს სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტის შესრულების ფინანსური ვითარება გააცნო და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით აკაკი ზოიძემ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მომავალი წლიდან შეიცვალოს ანგარიშის განხილვის ფორმატი, სადაც უფრო მკაფიოდ იქნება განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამების შესრულების მდგომარეობა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, არსებული ინდიკატორები შესვლას და შეფასების ობიექტური მატრიცის შემუშავებას საჭიროებენ.

სხდომაზე კომიტეტის წევრები ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტსაც გაეცნენ. პარლამენტის წევრმა, ირაკლი აბესაძემ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა. ცვლილებების მიზანს ომის და საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებისთვის დაწესებული 3000 ლარიანი დაუბეგრავი მინიმუმის, 6000 ლარამდე გაზრდა წარმოადგენდა. კომიტეტის წევრებმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ საკითხი ზეპარტიულ მიდგომას საჭიროებს, რადგან წარმოდგენილი პრინციპი ყველასთვის მისაღებია. სხდომაზე აღინიშნა, რომ დაუბეგრავი მინიმუმის განსაზღვრასთან დაკავშირებით კომიტეტმა უკვე მიმართა ფინანსთა სამინისტროს და აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

აკაკი ზოიძემ კანონპროექტის ავტორს საკითხის გადავადების წინადადებით მიმართა და აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პარლამენტში წარდგენამდე სამინისტროსთან კონსულტაციები და შეხვედრები გაიმართება, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს მონაწილეობას.

გალერეა

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სსიპ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოუსმინეს, 2019 წლის 10 ივნისი