ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

20 ნოემბერი 2019
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმირების საკითხებზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დასაწყისში კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე რუსეთის ოკუპირებული რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაპატიმრების ფაქტს გამოეხმაურა და რუს და ოს ექიმებს, ასევე რუსეთის დუმის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტს, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საკუთარი თავის ჩანაცვლება შესთავაზა.

„ყველას ერთად გული გვტკივა იმ მდგომარეობაზე, რაშიც ჩვენი კოლეგა, სამედიცინო პროფესიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ჩვენი მეგობარი, პირადად ჩემი მკურნალი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფება. იმყოფება, პირდაპირ ვთქვათ, მძევლად ოკუპაციური რეჟიმის ხელებში, იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ის აღიარებს თავისი სამშობლოს ერთიანობას. ვაჟა გაფრინდაშვილი, ყველაზე უფრო ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელი, იმ პროფესიის, სადაც ჰიპოკრატეს ფიცი ყველა ენაზე ერთნაირად ჟღერს, დღეს რჩება მძევლად. ეს ადამიანი თავისი პატრიოტიზმის გამოა მძევლად. მძევლის გამოხსნის ერთ -ერთი მეთოდი არის ის, რაც ექიმების ინიციატივა გახლავთ, რომ მის ნაცვლად თითო კვირით ყველა ექიმმა გამოთქვა მზადყოფნა, დაიკავოს მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად. მეც მინდა შევუერთდე ამ ინიციატივას და მე როგორც ექიმი და კომიტეტის თავმჯდომარე ასევე მზად ვარ ჩემი თავი შევთავაზო ერთი და ორი კვირითაც და რამდენიც იქნება საჭირო ჩავანაცვლო და ბატონი ვაჟა გავათავისუფლოთ მძევლობიდან“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების შესახებ დისკუსიით გაგრძელდა.

სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების მოსაზრებებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო მიმართულებით გარკვეული რეგულაციების დაწესების მიმართ მათ წინააღმდეგობა არ გააჩნიათ, მათი შეფასებით, კონკრეტული   დადგენილების ამოქმედება სამედიცინო სექტორის საქმიანობას დააზარალებს და დარგის განვითარებას შეაფერხებს. სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მინისტრის 520-ე დადგენილების ამოქმედების ვადის გადავადება მოითხოვეს და სამუშაო ჯგუფის ფორმატში დამატებითი კონსულტაციების და მსჯელობების გამართვაზე მზაობა გამოთქვეს. 

სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენელთა პრეტენზიებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა, თამარ გაბუნიამ და გიორგი წოწკოლაურმა უპასუხეს. მათ რეფორმის მომზადების მიზნებზე, მის საჭიროებებზე და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს.

სამინისტროს წარმომადგენლებმა კლინიკებისთვის დაწესებული ტარიფების სტრუქტურაზე, პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯების კომპონენტებზე, სახელფასო დანახარჯებსა და მოგების ნაწილზე ჩატარებულ კვლევებზე, სამედიცინო მომსახურების ფასწარმოქმნის მეთოდზე და ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობაზე განცხადებები გააკეთეს.

სამუშაო შეხვედრაზე საკითხის განხილვა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა,ლევან კობერიძემ სამინისტროს მიერ წარმოებული რეფორმირების პროცესი გააკრიტიკა და რეფორმის მომზადების პერიოდში სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობის გარეშე და მათთან შესაბამისი კომუნიკაციის გამო სამინისტროს მისამართით პრეტენზიები გამოთქვა.

პარლამენტის წევრმა სამუშაო შეხვედრაზე მოწვეული სამედიცინო კლინიკების წარმომადგენელთა მოთხოვნა გაიზიარა და დადგენილების ამოქმედების, სულ მცირე, ორი თვით გადავადება მოითხოვა.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს კომიტეტის თავმჯდომარემ სამოქმედო გეგმა და დამატებითი კონსულტაციების გამართვა შესთავაზა.

აკაკი ზოიძის განცხადებით, იგი დააკვირდება მიმდინარე პროცესებს და საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, მზადაა პრემიერ-მინისტრს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დადგენილების გადავადების წინადადებითაც მიმართოს. 

„სამუშაო ჯგუფი დაუყონებლივ უნდა შეიქმნას, ჩვენ შეგვიძლია აქ ჩავრთოთ ექსპერტები, ბიზნესომბუდსმენი, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ჩაერთოს შესაბამისი პროფესიონალები, ვისაც ამ თემებზე შეუძლიათ საუბარი. თემა უნდა მომზადდეს სასწრაფოდ და განხილულ იქნას არა ცალმხრივად.  მე მესმის თქვენი წუხილი არის მთელი რიგი თემები რომელზეც მოსახლეობას უნდა ვუთხრათ რატომ არის მოგების პროცენტი საკმაოდ მაღალი, რომელიც ბევრ ქვეყანაში რეგულირებულია. ნიშანდობლივია, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი მხარეები კონსულტაციის გარეშე  ვერ მიიღებენ ახლა გადაწყვეტილებას. მე მივმართავ ასევე პრემიერსაც და პირველ რიგში ჯანდაცვის მინისტრს, ვთხოვ რომ ეს პროცესი მაქსიმალურად სწრაფად ჩაჯდეს იმ კალაპოტში როგორიც უნდა იყოს, რაზეც არის პრეტენზიები დავსხდეთ და დავილაპარაკოთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე და ბიზნესომბუდსმენი, მიხეილ დაუშვილი დაესწრნენ. 

გალერეა

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, 2019 წლის 20 ნოემბერი