ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

21 ნოემბერი 2019
ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან არსებულმა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ რიგით მე-13 სხდომა გამართა.

სხდომაზე განსახილველ ძირითად საკითხს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების მიმართულებები და კონტროლის ახალ მექანიზმებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოსმენა წარმოადგენდა. 

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც კანონის მიღებიდან დღემდე გაწეული საქმიანობა შეაჯამა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის მიღება მე-9 მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი უმთავრესი საკანონმდებლო მიღწევა. იმ შედეგებმა, რაც ჩვენ ნორმატიული აღსრულების კონტროლის მიხედვით ვნახეთ, კვლევის მიხევდით,  მივიღეთ ის შედეგები, რომელსაც ველოდით, საუბარია დადებით შედეგებზე და არ გამართლდა არც ერთი უარყოფითი შეფასება, რომელიც ქონდათ თამბაქოს ინდუსტრიას თუ ცალკეულ ექსპერტებს. რაც მთავარია  რამდენიმე ასეული შემთხვევით შემცირდა, ინსულტების და ინფარქტების გამო ჰოსპიტალიზაცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, რაც ნიშნავს რომ პასიური მოწევის შედეგად ადამიანების სიცოცხლეს და მათ ჯანმრთელობას აღარ ადგებათ საფრთხე. ეს რეგულაცია საზოგადოებამ დადებითად მიიღო, საზოგადოების გამოკითხვით 85%-ზე მეტი მხარს უჭერს ამ რეგულაციას და მათ შორის, მწეველების ნახევარზე მეტი. შეგვიძლია ვთქვათ რომ თამბაქოს მოხმარების პრაქტიკულად სოციალური  ქცევის მოდელი, შეიცვალა“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ზამთრის დადგომასთან დაკავშირებით თამბაქოს კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცივი კლიმატის პირობებში შედარებით იზრდება თამბაქოს მოხმარების კანონდარღვევის ფაქტები და იმისათვის, რომ არ მოხდეს მსგავსი შემთხვევების დინამიკაში ზრდა, მნიშვნელოვანია რომ შესაბამისი სამსახურების მხრიდან კონტროლის მექანიზმები კვლავაც ეფექტურად გატარდეს.

„დღეს ვიკრიბებით კანონის აღმასრულებლები საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ყველა, ვინც დამოუკიდებელ მონიტორინგს ატარებს. აღსანიშნავია, რომ ზაფხულის განმავლობაში კანონის აღსრულების მაჩვენებელი 95%-ს შეადგენდა,   მაშინ როცა შარშან ზამთარში  87%-მდე დაეცა. შესაბამისად, თავიდან რომ ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები აუცილებელია რომ ყურადღება არ მოვადუნოთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

საბჭოს სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ახალ რეგულაციებზეც ისაუბრა და სხდომის მონაწილეებს იმ შეზღუდვებზე, რომლებიც 2020-2021 წლებში იგეგმება, ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნული შეზღუდვები კი სასტუმროებში თამბაქოს მოხმარების სრულ აკრძალვას, სტადიონებზე თამბაქოს მოხმარების აკრძალვას, ნედლი თამბაქოს ნედლეულისთვის აქციზის დაწესებას და თამბაქოს კოლოფის სტანდარტული შეფუთვის შემოღებას ითვალისწინებს.

სხდომაზე თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების საკითხებზე მოხსენებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ, თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა წარმოადგინეს და მათი სამსახურების მიერ გაწეულ საქმიანობებზე ისაუბრეს.

გალერეა

  • ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, 2019 წლის 21 ნოემბერი