„ჩემი ევროპული თავგადასავალი" რუსთავში გრძელდება

15 მაისი 2018
„ჩემი ევროპული თავგადასავალი" რუსთავში გრძელდება

ქ. რუსთავში „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში საჯარო სკოლების მოსწავლეთა შემეცნებით-გასართობი შეჯიბრი - „ჩემი ევროპული თავგადასავალი“ მოეწყო.

ღონისძიება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს განვითარების ფონდის და საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის (სსმო) ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინა ფრუიძე ესწრებოდნენ.

თამაშში რუსთავის 16 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. პარკის ტერიტორიაზე განლაგებული იყო ე.წ. „სადგურები“, სადაც ბავშვებს შემეცნებითი, საგანმანათლებლო, გასართობი და სხვა დაბრკოლებები უნდა გადაელახათ. კითხვები ევროპასთან და ევროკავშირთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცოდნის გამოვლენას ისახავდა მიზნად. სკოლების მიერ წარმოდგენილი ჯგუფები ერთმანეთს ევროკავშირის შესახებ დასმულ შეკითხვებზე სწორი პასუხების გაცემაში ეჯიბრებოდნენ.

დღის ბოლოს, გამარჯვებულად გამოცხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა იმ გუნდს, რომელმაც ევროკავშირის დროშის გამოსახვისთვის საჭირო ვარსკვლავების სრული რაოდენობა პირველმა დააგროვა.

„მოხარული ვარ, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს გვაქვს შესაძლებლობა ახალგაზრდებთან ერთად ვიზეიმოთ და აღვნიშნოთ ევროპის დღე, რომელიც ევროპის კვირეულის ფარგლებში ეწყობა. იმედი მაქვს, რომ აქ გამართული თამაშით ყველა ისიამოვნებთ და ამასთან ერთად, ახალ ცოდნას მიიღებთ. დღეს გაიგებთ ბევრ ახალ ინფორმაციას ევროპისა და ევროკავშირის შესახებ. დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენს ქვეყანაში იყოს ცხოვრების ევროპული სტანდარტი და ამის უზრუნველყოფა ჩვენს ხელშია. ყველას ერთად ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანაც იყოს ისეთი სტანდარტის, ეკონომიკური მდგომარეობის, ისეთივე წარმატების და თავისუფლების გარანტი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, როგორიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან“, - აღნიშნა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

თამარ ხულორდავამ მადლობა გადაუხადა სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციას სახალისო და საინტერესო ღონისძიების ჩატარებისთვის, ასევე, გაეროს განვითარების პროგრამას და ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, მხარდაჭერისთვის.

გალერეა

  • „ჩემი ევროპული თავგადასავალი" რუსთავში გრძელდება