ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA)“ 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინეს

10 აპრილი 2019

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA)“ 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინეს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ წარადგინა.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს.

DCFTA გულისხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. გარდა ამისა, DCFTA მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს და ითვალისწინებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, გასულ კვირას, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც 2014-2018 წლებში ასოცირების შეთანხმებით გაწეული პროგრესი დადებითად შეფასდა.

„ევროპარლამენტში, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა რომ DCFTA-ის მიმდინარეობის საკითხებზე გვესაუბრება, სადაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა დადებითად შეაფასა ის დინამიკა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან ვაჭრობის კუთხით. თუმცა, პოტენციალი რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეულ ამ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას აქვს, გაცილებით დიდია და კიდევ უფრო დიდი შეიძლება იყოს მომავალში. ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის მონაცემები, რომელიც ჩვენ გვაქვს. რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქტი უნდა იყოს იმ სტანდარტის, რომელიც ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. 2018 წელს ევროკავშირთან ექსპორტი 12%-ით არის გაზრდილი. საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნების წილი სავაჭრო ბრუნვაში 27%-ია. ეს მისასალმებელია თუმცა, ასევე ვიცით, რომ ძირითადად ნედლეულის და დაუმუშავებელი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი ხდება. გაცილებით მეტი სარგებელი შეიძლება ჰქონდეს განვითარებული ეკონომიკის პირობებში საბაჟო ტარიფების გარეშე ვაჭრობის შესაძლებლობას ევროკავშირის ქვეყნებთან“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომიტეტის სხდომაზე, მთავრობის წარმომადგენელმა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ეს ეხება საქონლით ვაჭრობას, საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობის, სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ ზომებს, ვაჭრობაში ტექნიკურ ბარიერებს, ინტელექტუალური საკუთრის უფლების დაცვას, სახელმწიფო შესყიდვებს, ტელეკომუნიკაციებს, კონკურენციას, ვაჭრობასა და მდგრად განვითარებას.

გენადი არველაძემ ყურადღება გაამახვილა 2018 წელს ექსპორტის მიმართულებით მიღწეულ ხელშესახებ წარმატებებზე. „ევროკავშირის ბაზარზე დაფიქსირდა ექსპორტის მაქსიმალური რაოდენობა, რაც ადასტურებს იმას, რომ უფრო და უფრო მეტი ქართული პროდუქცია იმკვიდრებს თავს ევროკავშირის ბაზარზე. თუმცა, ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ უფრო მეტად გაფართოვდეს პროდუქტების რაოდენობა ასევე, საერთაშორისო ბაზარზე მოხდეს სხვადასხვა ახალი პროდუქტების დივერსიფიცირება და ამ კუთხით ჩვენ კონკრეტულ ღონისძიებებს ვახორციელებთ ევროკავშირის მხარესთან ასევე, ჩვენს მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან ერთად“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მისივე განცხადებით, ვაჭრობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ მოხდა ექსპორტიორი კომპანიების ზრდაც. ასევე, 2014-2018 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული პროდუქციის ცნობადობა. „ევროკავშირის ბაზარზე შევიდა ახალი პროდუქციები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან ცხოველური წარმოშობის იდენტიფიცირების და მათი აღიარების მიმართულებით“, - განაცხადა გენადი არველაძემ. 
მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ექსპორტის სტრატეგიაზე, რომელზე დაყრდნობით მოხდება სამოქმედო გეგმის შემუშავება.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, გრძელდება რეგიონალური სამუშაო შეხვედრები მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც კერძო სექტორთან ერთად ხდება იმ შესაძლებლობების და წარმატებების განხილვა რომელიც მათ გააჩნიათ.
„ჩვენ, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, კონკრეტულად ვაწვდიდით ინფორმაციას იმ რეფორმებზე და რეგულაციებზე, რომელიც მომავალი წლების განმავლობაში იგეგმება. ასევე, ვაწვდიდით მათ ინფორმაციას იმ ფინანსურ რესურსზე, რომელიც ევროკავშირის თუ სხვა დონორი ორგანიზაციების ფარგლებში არსებობს“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მთავრობის წარმომადგენელმა ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ სხვადასხვა ღონისძიებებზეც ისაუბრა.

გენადი არველაძემ ყურადღება გაამახვილა პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში 2018 წელს განხორციელებულ ცვლილებებზე, რომელიც მისი შეფასებით, ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბების შესაძლებლობას იძლევა.

მომხსენებელმა, ვაჭრობაში არსებულ ტექნიკურ ბარიერებზე, სტანდარტიზაციაზე, მეტროლოგიაზე, აკრედიტაციასა და შესაბამისობის შეფასებაზე ისაუბრა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარე წელს დაგეგმილია რიგი ტექნიკური რეგლამენტების მიღება, რომელიც ეხება პოტენციურად ფეთქებად გარემოში გამოსაყენებელ მოწყობილობებსა და დამცავ სისტემებს; რადიო დანადგარებსა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალურ დანადგარებს და მათი შესაბამისობის ორმხრივ აღიარებას; სამოქალაქო დანიშნულების ფეთქებადი ნივთიერებების იდენტიფიცირებისა და მიკვლევადობის სისტემის დაფუძნებას; ინდივიდუალური დაცვის აღჭურვილობებს; სათამაშოების უსაფრთხოებას და ა. შ.

მომხსენებელმა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვაზე და აკრედიტირებული სამედიცინო ლაბორატორიების აღიარებაზე ისაუბრა.

გენადი არველაძემ გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა, სხვადასხვა მიმართულებით, საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებაზე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან. 
მთავრობის წარმომადგენელმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ვებგვერდზეც ისაუბრა, რომელიც DCFTA-სთან დაკავშირებულ ყველა საკითხს მოიცავს და რომლის მიზანია, დაინტერესებული პირების ინფორმირება - DCFTA-ით გათვალისწინებული სარგებლის, შესაძლებლობებისა და უპირატესობების შესახებ; DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე; გრანტებისა და სხვა ფინანსური დახმარებების პროექტების თაობაზე. ასევე, ქართველი ექსპორტიორების ინფორმირება ევროკავშირის ბაზარზე ქართული წარმოშობის საქონლის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით.

სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

„ჩვენ ვაფასებთ სამინისტროებისა და მასთან ერთად ჩართული უწყებების აქტიურ თანამშრომლობას საკანონმდებლო ორგანოსთან. მნიშვნელოვანია ასევე, რომ სხვადასხვა ფორმატში ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, რადგან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ათვისების, ამ შესაბამის სფეროებში რეფორმების განხორციელების მიმართ დიდია საზოგადოების ინტერესი“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

გალერეა

  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA)“ 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინეს, 2019