ირინა ფრუიძე საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

14 მაისი 2019
ირინა ფრუიძე საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინა ფრუიძე საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სტუდენტური პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიული კომიტეტების წარმომადგენლები. შესაბამისად საუბრის თემებიც სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე შეირჩა. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის შესახებ ცნობიერება გაიზარდოს მოქალაქეებს შორის და შესაბამისად გაიზარდოს პარლამენტის მიმართ ნდობაც, ამისათვის საჭიროა საზოგადოებამ იცოდეს რა ინსტიტუციაა პარლამენტი და რას საქმიანობს ის. ასევე საჭიროა მათი აქტიური ჩართულობა საპარლამენტო საქმიანობაში“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ.

მან პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ პარლამენტის პოლიტიკური როლის და საზედამხედველო ფუნქციის გაზრდისა და მისი მოქმედების მექანიზმებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა თემატური მოკვლევის მეთოდის დანერგვასა და მის ამოქმედებაზე. ასევე დეტალურად ისაუბრა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის და თავისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე. 

ირინა ფრუიძემ განსაკუთრებული დრო დაუთმო ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით პარლამენტის საქმიანობას. ისაუბრა ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების პროცესში საშინაო პოლიტიკის სფეროში შესასრულებელ ამოცანებზე, ქვეყანაში განსახორციელებელ რეფორმებზე. მისი თქმით, ამ გზაზე მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ეკონომიკური განვითარება, რაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს.

ირინა ფრუიძემ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ისაუბრა ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის გაერთიანების თაობაზე. მან განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ამ პროცესებში ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობაზე. 

სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები. გაიმართა ინტერაქტიული დისკუსია.

გალერეა

  • ირინა ფრუიძე საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა, 2019 წლის 14 მაისი