თამარ ხულორდავა ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სოკოლ დედჯას შეხვდა

11 ივლისი 2019
თამარ ხულორდავა ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სოკოლ დედჯას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სოკოლ დედჯას შეხვდა.
 
მხარეებმა ერთმანეთს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.
 
შეხვედრაზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოში მიმდინარე ევროინტეგრაციულ პროცესებზე და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. „ალბანეთსა და საქართველოს საერთო ევროპული მისწრაფებები გააჩნიათ. ალბანეთის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მხარეებმა რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის ფინანსური დახმარების მნიშვნელობაზე, საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსის გაძლიერებასა და საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ საზოგადოების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერასთან ერთად, მნიშვნელოვანია ევროკავშირის დროული საპასუხო ნაბიჯები, რათა მოსახლეობის დიდი მოლოდინი იმედგაცრუებად არ გარდაიქმნას.

სოკოლ დედჯამ თამარ ხულორდავას ალბანეთის მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთებიდან დღემდე, ევროინტეგრაციული პროცესების მიმდინარეობასა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე მათ შორის, კონსტიტუციისა და სასამართლო სისტემის ცვლილებაზე, ანტიკორუფციულ რეფორმაზე, ალბანეთის კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესზე. მან ასევე, ისაუბრა ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. 

ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თამარ ხულორდავას ევროინტეგრაციიის მიმართულებით ალბანეთის საკანონმდებლო ორგანოს მიერ განხორციელებული საქმიანობა გააცნო და ასევე, ესაუბრა ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე. მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში ჩართულია ქვეყნის ყველა სტრუქტურა. ასევე, წარმატებით მოქმედებს ევროინტეგრაციის ეროვნული საბჭო, რომლის საქმიანობაშიც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები მონაწილეობენ. 

მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილების ურთიერთგაზიარებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

გალერეა

  • თამარ ხულორდავა ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სოკოლ დედჯას შეხვდა, 2019 წლის 11 ივლისი