თამარ ხულორდავა: ასოცირების შეთანხმების განხორციელებით ჩვენ ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს საქართველოში და უზრუნველვყოფთ უკეთეს მომავალს ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის

13 ივლისი 2017

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ მიმდინარეობს. კონფერენციის მონაწილეები საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობაზე, ამ კუთხით მიღწეულ წარმატებებსა და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე მოხსენებებს გაეცნობიან.

საერთაშორისო ფორუმი თემების მიხედვით სხვადასხვა სესიებით და პანელებზე მუშაობით მიმდინარეობს. 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა კონფერენციის მესამე სესიას - „ასოცირების ხელშეკრულება და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA): საქართველოს მომავლის ცვლილებას“ წარუძღვა.

თამარ ხულორდავამ, როგორც აღნიშნული სესიის მოდერატორმა, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოს პარლამენტი ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მომზადების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა და მისი, როგორც ინსტიტუტის მოვალეობაა ინტენსიურად იყოს ჩართული აღნიშნულ პროცესებში როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი ინტერესია დროულად მოხდეს ამ ხელშეკრულებების იმპლემენტაცია და შესაბამისად, აქტიურად ვართ ჩართულნი აღნიშნული პროცესების მიმდინარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, ჩვენ ბევრად უფრო ამბიციური და შორს მიმავალი გეგმები გვაქვს. დღევანდელი სესია სწორედ მიღწეული წარმატებების შეფასებას და ჯერ კიდევ არსებული სირთულეების და მათი დაძლევის გზების ძიების მიმოხილვას დაეთმობა“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მოდერატორის გამოსვლის შემდეგ, კონფერენციის მონაწილეები ხუთი სპიკერის მოხსენებას გაეცნენ. მესამე სესიის განსახილველ თემაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევროპის პარლამენტის წევრი, საერთაშორისო ექსპერტმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა ისაუბრეს.

გამოსვლების შემდეგ, სესია კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

გალერეა

  • თამარ ხულორდავა: ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, 2017 წლის 13 ივლისი