თამარ ხულორდავა: „ჩვენ გვაერთიანებს ერთი მიზანი - თვისობრივად შევცვალოთ ყველა სექტორში არსებული სიტუაცია, რათა საქართველო გახდეს იმაზე უკეთესი ქვეყანა, ვიდრე დღეს არის“

13 თებერვალი 2019
თამარ ხულორდავა: „ჩვენ გვაერთიანებს ერთი მიზანი - თვისობრივად შევცვალოთ ყველა სექტორში არსებული სიტუაცია, რათა საქართველო გახდეს იმაზე უკეთესი ქვეყანა, ვიდრე დღეს არის“

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესრულების თაობაზე სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშის განხილვაში. შეფასება არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალურმა კოალიციამ ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით განახორციელა.

ანგარიშში შეფასებულია 2017 წლიდან დღემდე ასოცირების დღის წესრიგში და 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მოკლევადიანი პრიორიტეტების შესრულება და ხარისხი. მასში ასახულია მიღწევები და ხარვეზები ბავშვთა და ქალთა უფლებების, გარემოს დაცვის, ანტიკორუფციული სისტემის და საჯარო სამსახურის რეფორმის, მართლმსაჯულების რეფორმის, შრომითი სტანდარტებისა და პროფესიული კავშირების უფლებების, სოციალური პოლიტიკის მიმართულებით.

პრეზენტაცია გახსნეს ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილმა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

„დღეს ყველა აქ შეკრებილ ადამიანს ერთი მიზანი გვაერთიანებს - თვისობრივად შევცვალოთ ყველა სექტორში არსებული სიტუაცია, რათა საქართველო გახდეს იმაზე უკეთესი ქვეყანა ვიდრე დღეს არის. სამოქალაქო საზოგადებას და პარლამენტს ასოცირების შეთანხმების ზედამხედველობის პროცესში, შეიძლება ითქვას, საერთო დატვირთვაც გვაქვს: ჩვენ ვცდილობთ მონიტორინგით ხელი შევუწყოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას დროულად და ზედმიწევნით შეასრულოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. არსებული გამოწვევების მიუხედავად, საერთო შეფასება ის არის, რომ საქართველო კარგად ასრულებს ასოცირების შეთანხმებას. რა თქმა უნდა, მნიშნელოვანია ჩვენი რეპუტაციის შენარჩუნება. მიმდინარე რეფორმების კრიტიკული ანალიზი საჭიროა, რათა ყველა საყურადღებო საკითხი დროულად დადგეს ხელისუფლების დღის წესრიგში. ვაცნობიერებთ რა, რომ დროში გარკვეული ჩამორჩენა არსებობს, რეფორმები იმდენად მასშტაბური საკანონმდებლო ინიციატივებია, რომ უფრო მნიშნელოვანია კონსულტაციების შედეგად და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, თუნდაც მცირედი დაგვიანებით, მაგრამ მაინც ხარისხიანად გადაიდგას ყველა საჭირო ნაბიჯი“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

გალერეა

  • თამარ ხულორდავა: „ჩვენ გვაერთიანებს ერთი მიზანი - თვისობრივად შევცვალოთ ყველა სექტორში არსებული სიტუაცია, რათა საქართველო გახდეს იმაზე უკეთესი ქვეყანა, ვიდრე დღეს არის“, 2019 წლის 13 თებერვალი