თამარ ხულორდავა ქართველ და გერმანელ სტუდენტებს შეხვდა

09 აგვისტო 2018
თამარ ხულორდავა ქართველ და გერმანელ სტუდენტებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა საქართველოს პარლამენტში სტუმრად მყოფ ქართველ და გერმანელ სტუდენტებს შეხვდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაზე და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის როლზე ისაუბრა.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების მიმართ.

ისაუბრეს ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე.

თამარ ხულორდავამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, და ზოგადად, რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.

„ქართველი და გერმანელი სტუდენტების საერთო საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამებში მონაწილეობა ძალიან კარგი ინიციატივაა, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს ევროპულ ოჯახთან დაახლოების შესაძლებლობებს აძლევს. ეს ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნების მომავალია და აუცილებელია მათ შორის იყოს მყარი, პირდაპირი კავშირი. ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო ჩემთვის ამ მოტივირებულ, დაინტერესებულ ჯგუფთან ურთიერთბა“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს პარლამენტში სტუდენტების ვიზიტი მოეწყო გაცვლითი სემინარის - „თბილისი-ბერლინი“ მონაწილეებისთვის.

2 კვირიანი გაცვლითი სემინარი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საქართველოს უნივერსიტეტებსა და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის თანამშრომლობით პროგრამა „აღმოსავლეთ-დასავლეთის ქსელის“ მხარდაჭერით ეწყობა.

გალერეა

  • თამარ ხულორდავა ქართველ და გერმანელ სტუდენტებს შეხვდა, 2018 წლის 9 აგვისტო