თამარ ხულორდავა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ფრანჩიჟეკ რუჟიჩკას შეხვდა

13 მაისი 2019
თამარ ხულორდავა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ფრანჩიჟეკ რუჟიჩკას შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ირინე ფრუიძესთან ერთად სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ფრანჩიჟეკ რუჟიჩკას, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შტაბის უფროსს მიხალ კომადას, სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს რობერტ ანდრეიჩაკს და სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში პაველ ვიზდალს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და ამ ურთიერობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ჩვენი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტზე - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისაუბრა და ამ თვალსაზრისით, სტუმრებს ქვეყანაში მიმდინარე და გატარებული რეფორმები გააცნო.

„დღეს საქართველო აგრძელებს იმ კურსს, რომელიც ევროკავშირთან დაგვაახლოებს. ევროკავშირი არის ის სივრცე, რომლის ნაწილიც ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ. იმედი გვაქვს, გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი ინება სლოვაკეთის მხარდაჭერა“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ შეხვედრისას.

სტუმრებმა კომიტეტის წევრებს ევროინტეგრაციის პროცესში სლოვაკეთის გამოცდილება გაუზიარეს.

მხარეებმა, ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრისას, ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე. მხარეებმა ხაზგასმით აღინიშნეს, რომ ევროკავშირისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებას.

მხარეებმა, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე ისაუბრეს.

ქართულმა მხარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იბრძვის საქართველოს ხელისუფლება ამ გამოწვევის დასაძლევად.

თამარ ხულორდავამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

გალერეა

  • თამარ ხულორდავა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ფრანჩიჟეკ რუჟიჩკას შეხვდა, 2019 წლის 13 მაისი