თამარ ხულორდავა „სტუდენტური პარლამენტის“ მონაწილეებს შეხვდა

10 აპრილი 2019
თამარ ხულორდავა „სტუდენტური პარლამენტის“ მონაწილეებს შეხვდა

თამარ ხულორდავა „სტუდენტური პარლამენტის“ ადამიანთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტების ახალგაზრდა წევრებს შეხვდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტებთან საკანონმდებლო ორგანოს როლზე და საქმიანობაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და შანსებზე ისაუბრა.

იმსჯელეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და თავისუფალი მიმოსვლის საკითხებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები დაინტერესდნენ რეგიონში არსებული გამოწვევებით, უვიზო მიმოსვლის უფლებითა და უკანონო მიგრაციით, მომხმარებლის უფლებების შესახებ კანონპროექტით.

პროექტს „სტუდენტური პარლამენტი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“ ახორციელებს.

გალერეა

  • თამარ ხულორდავა „სტუდენტური პარლამენტის“ მონაწილეებს შეხვდა, 2019 წლის 10 აპრილი