empty

24 იანვარი


განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა

2020 წლის 24 იანვარი, 13:00 სთ.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N238
(C კორპუსი, II სართული)

დღის წესრიგი

1. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობის კუთხით შექმნილ სამუშაო ჯგუფში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წარმომადგენლის განსაზღვრის საკითხი;
მომხსენებელი: გენადი მარგველაშვილი - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე;

2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, სახელოვნებო განათლების მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნისა და მომხსენებლის არჩევის საკითხი;
მომხსენებელი: გენადი მარგველაშვილი - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე;

3. კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლის კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია: „ომით გაყოფილი ისტორია: კონფლიქტები და ისტორიის სწავლება საქართველოში“;
მომხსენებელი: მაია ბარქაია - კვლევის ავტორი.