განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი სკოლებში სასწავლო გარემოს უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად მუშაობას აგრძელებს

10 ივლისი 2018
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი სკოლებში სასწავლო გარემოს უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად მუშაობას აგრძელებს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით პარლამენტში დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სკოლებში სასწავლო გარემოს უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა განიხილეს. 

სამოქმედო გეგმა სამინისტრომ კვლევების, სტატისტიკური მონაცემების ანალიზის და პროექტის „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ ფარგლებში მიღებული ინფორმაციის, კვლევის და საერთაშორისო გამოცდილების შესწავლის საფუძველზე შეიმუშავა.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეს რიგით მეორე სამუშაო შეხვედრაა.

„ერთი კვირის წინ ჩვენ განვიხილეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 65 000 მოსწავლის გამოკითხვის საფუძველზე შემუშავებული ხედვა და სტრატეგია. დღეს განვიხილეთ აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში 2018 წლის ბოლომდე მიმდინარე და განსახორციელებელი ღონისძიებების კონკრეტული გეგმა. სამოქმედო გეგმა მოიცავს სამინისტროს მხარდაჭერით უკვე მიმდინარე და 2018 წლის ბოლომდე დაგეგმილ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლის მიზანია მოსწავლეების, პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლების ცნობიერების ამაღლება ძალადობის პრევენციისა და მართვის საკითხებში; საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფსიქოლოგიური და მანდატურის სამსახურების გაძლიერება; სკოლებში სპორტული და სახელოვნებო აქტივობების გაძლიერება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

სამუშაო შეხვედრაზე პარლამენტის წევრებმა, ომბუდსმენის აპარატმა, განათლებისა და ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმსჯელეს და სამინისტროს დამატებით რეკომენდაციები შესთავაზეს, რომელიც სკოლის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული სამოქმედო გეგმის საბოლოო დოკუმენტში აისახება.

გალერეა

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი სკოლებში სასწავლო გარემოს უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად მუშაობას აგრძელებს, 2018 წლის 10 ივლისი