გუგული მაღრაძე ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

03 მაისი 2019
გუგული მაღრაძე ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. 

სამი მოწვევის პარლამენტის წევრი ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიასა და დღევანდელი, მე-9 მოწვევის პარლამენტის ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე ესაუბრა. ქალთა პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ამ მიმართულებით თავისი საქმიანობაც გაიხსენა. 

როდესაც თქვენ - ახალგაზრდებს გიყურებთ, თქვენს მიზნებსა და მისწრაფებებს ვეცნობი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია. ჩვენი თაობა კი ცდილობს შესაბამისი პირობები შეგიქმნათ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენზე უკეთესები იყოთ და თქვენი ძალისხმევა არ დაიშუროთ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში“, - მიმართა გუგული მაღრაძემ ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს, რომლებიც სხვადასხვა კომიტეტს წარმოადგენენ.

გუგული მაღრაძემ, როგორც პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ახალგაზრდებს ამ საბჭოს საქმიანობაზეც მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრა, ძირითადად, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდები დაინტერესდნენ განათლების რეფორმით, დასაქმებისა და დაგროვებითი პენსიის საკითხებით, საერთაშორისო არენაზე საქართველოს მდგომარეობით და შესაძლებლობებით, პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების საქმიანობით და სხვა საკითხებით, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

გალერეა

  • გუგული მაღრაძე ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა, 2019 წლის 3 მაისი