მარიამ ჯაში და გურამ მაჭარაშვილი გელათის სამეცნიერო აკადემიას ეწვივნენ

20 აპრილი 2017
მარიამ ჯაში და გურამ მაჭარაშვილი გელათის სამეცნიერო აკადემიას ეწვივნენ

საპატრიარქოს წარმომადგენლების, მეუფე იოანესა და მამა ბიძინას მოწვევით, დღეს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ქალაქ ქუთაისში გელათის სამეცნიერო აკადემიას ეწვივნენ.

მეუფე იოანემ პარლამენტის წევრებს გელათის სამეცნიერო აკადემიის შენობა დაათვალიერებინა და არსებული სიტუაცია გააცნო. მისი ინფორმაციით, 1995 წელს გაფორმდა შეთანხმება საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს შორის გელათის სამეცნიერო აკადემიის დაფუძნებასთან დაკავშირებით. თუმცა, მისივე თქმით, შემდეგში აღნიშნული ორგანიზაციისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებია არ მომხდარა, რის გამოც მას სამართლებრივი და ხშირ შემთხვევაში ფინანსური პრობლემებიც ექმნება.

დეპუტატებმა გადაწყვიტეს, საკითხი კიდევ უფრო ღრმად შეისწავლონ. „ჩვენ, როგორც კანონმდებლები ამ საკითხს შევისწავლით და შესაბამის მსვლელობას მივცემთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მარიამ ჯაშის მოსაზრებით, აღნიშნული საკითხის ღრმა და საფუძლიანი შესწავლა როგორც ისტორიული, ასევე თეოლოგიური მეცნიერებების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის შესაძლებლობას იძლევა.

„საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდან დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდა თხოვნა არა მხოლოდ იურიდიული სტატუსის დარეგულირებასთან დაკავშირებით, არამედ იმ საკითხზეც, რომ მათთან ერთად დეპუტატებმაც ვიმსჯელოთ, რამდენად შეიძლება თეოლოგიის მიმართულებით გელათის სამეცნიერო აკადემიის ხელშეწყობა. ბუნებრივია, ეს ძალიან საინტერესო თემაა. ჩვენ ვიმსჯელებთ არა მხოლოდ გელათის სამეცნიერო აკადემიასთან მიმართებაში, არამედ საქართველოში თეოლოგიის, როგორც სამეცნიერო დარგის განვითარების ერთიანი სტრატეგიის შესახებ. დღეს იყო პირველი, გაცნობითი შეხვედრა. ჩვენი ისტორიული, რელიგიური და სამეცნიერო ტრადიციების გათვალისწინებით, რომელიც სწორედ გელათის აკადემიის წიაღიდან მომდინარეობს, ეს არის ჩვენთვის თეოლოგიური მეცნიერებების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის შესაძლებლობა“, -აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

გალერეა

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ქალაქ ქუთაისში გელათის სამეციერო აკადემიას ეწვივნენ, 2017 წლის 20 აპრილი