მარიამ ჯაში და მიხეილ ჩხენკელი ცერნის (CERN) ბირთვული კვლევების ცენტრში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ

05 იანვარი 2018
მარიამ ჯაში და მიხეილ ჩხენკელი ცერნის (CERN) ბირთვული კვლევების ცენტრში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცერნის (CERN) ბირთვული კვლევების ცენტრში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს: ალექსანდრე მესტვირიშვილს, ალექსანდრე ბითაძეს და გივი სეხნიაიძეს დღეს საქართველოს პარლამენტში შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი ცერნში საქართველოს ასოცირებული წევრობის საკითხს შეეხო. როგორც ითქვა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება როგორც მეცნიერთათვის, ასევე სტუდენტებისთვის, საქართველოში მეცნიერების და საინჟინრო დისციპლინების განვითარებისთვის. ცერნის ასოცირებული წევრობა ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს უკვე საქართველოს სახელით მიიღონ მონაწილეობა სამეცნიერო -კვლევით პროცესებში, რომლებიც ცერნში მიმდინარეობს. ეს იქნება ასევე უნიკალური შესაძლებლობა როგორც სტუდენტებისათვის, ასევე სამაგისტრო და დოქტორის ხარისხის მაძიებლებისთვის.

„დღეისთვის ცერნში არის 22 წევრი სახელმწიფო და 4 ასოცირებული წევრი სახელმწიფო გაწევრიანებული. ქართველი მეცნიერები უკვე წლებია ძალიან წარმატებით მოღვაწეობენ ცერნში, მაგრამ სამწუხაროდ, უმეტესობა ჩვენი მეცნიერებისა, რომლებიც მუდმივად მოღვაწეობენ ცერნში, არ არიან საქართველოს სახელით წარმოდგენილი. საქართველოს ასოცირებული წევრობა მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველო უფრო წარმოჩინდეს როგორც ასოცირებული წევრი სახელმწიფო და ასევე გაფართოვდეს როგორც სამეცნიერო, ასევე კვლევითი ერთობლივი პროექტების პერსპექტივები“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე განცხადებით, იგეგმება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ვიზიტი ცერნში, სადაც შეხვედრა შედგება ბირთვული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელობასთან. მარიამ ჯაშმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ასოცირებული წევრის სტატუსის მიღების პროცედურები წელსვე დასრულდება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა პარლამენტის წევრი, ამავე კომიტეტის წევრი სიმონ ნოზაძე.

გალერეა

  • მარიამ ჯაში და მიხეილ ჩხენკელი ცერნის (CERN) ბირთვული კვლევების ცენტრში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ, 2018 წლის 5 იანვარი