მარიამ ჯაში დიდ ბრიტანეთში მოღვაწე პიანისტს, ანა ყიფიანს შეხვდა

04 იანვარი 2019
მარიამ ჯაში დიდ ბრიტანეთში მოღვაწე პიანისტს, ანა ყიფიანს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დიდ ბრიტანეთში მუსიკის სამეფო კოლეჯის (Royal College of Music) სამაგისტრო პროგრამის წარმატებულ სტუდენტს, პეტრე ჩაიკოვსკის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულს და საფრანგეთში მოქმედი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ჩამწერი სტუდიის, Anteprima Production-ის კონტრაქტორ არტისტს ანა ყიფიანს შეხვდა.

ახალგზარდა პიანისტი სამშობლოში საშობაო არდადეგებზე იმყოფება.

პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ ანა ყიფიანს მიულოცა უკვე მიღწეული წარმატებები და უსურვა შემდგომი კარიერული წინსვლა.

ახალგაზრდა მუსიკოსი კომიტეტის თავმჯდომარეს იმ პრობლემურ საკითხებზეც ესაუბრა, რომლებსაც სტუდენტები ხვდებიან საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში და რომელთა გადაჭრაც უმნიშვნელოვანესი იქნება კულტურის სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი შემოქმედებისთვის.