მარიამ ჯაში: „განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის ხელშეწყობით ჩვენ უპრეცედენტო გამოფენების მომსწრენი ვართ, რომელსაც საქართველომ იტალიის წამყვანი მუზეუმების შედევრების ექსპოზიციებით უმასპინძლა“

28 იანვარი 2019

იტალიის საელჩომ საქართველოში, იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოსთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით სემინარი გამართა თემაზე: „21-ე საუკუნის მუზეუმების დაპროექტება და მართვა".

სემინარის მუშაობაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მონაწილეობდა.

მან მადლობა გადაუხადა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იმ წვლილისთვის, რომელიც შეაქვს ამ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობის კუთხით, განსაკუთრებით, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის ხელშეწყობით ჩვენ უპრეცედენტო გამოფენების მომსწრენი ვართ, რომელსაც საქართველომ იტალიის წამყვანი მუზეუმების შედევრების ექსპოზიციებით უმასპინძლა. საქართველოსთვის იტალიის გამოცდილების გაზიარება, ქვეყნის, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილის და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიის ყველაზე ვრცელი ჩამონათვალის სამშობლოა, ბუნებრივია, განსაკუთრებით საყურადღებო გახლავთ“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი მოსაზრებით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა მნიშნელოვანია, პირველ რიგში, განათლებისა და კულტურის გაერთიანებული უწყების ერთობლივი ძალისხმევით მუზეუმების მიმზიდველობის ზრდისთვის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.

მარიამ ჯაშის ინფორმაციით, ტურიზმის განვითარების მიმართულებით საქართველო მზარდი ტენდენციის მომსწრეა.

„უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია საქართველოში ვიზიტორების რაოდენობამ და, ბუნებრივია, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის სტუმრების მუზეუმებით დაინტერესება. სტატისტიკის მიხედვით, ტურისტების 75%-ზე მეტი კულტურასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე მოდის, შესაბამისად ჩვენი მუზეუმების გაძლიერება პირდაპირპროპორციულად აისახება ტურისტული ნაკადების ზრდაზე“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისი ინფორმაციით, განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი ქართველ ისტორიკოსებთან ერთად მუშაობს ახალ ინიციატივაზე, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ორენოვან საინფორმაციო და საანოტაციო დაფების სავალდებულო განთავსებას გულისხმობს. აღნიშნული ინიციატივა დაიცავს ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ არაზუსტი ინფორმაციის მიღებისგან.

„ჩვენ აგრეთვე განვიხილავთ იტალიასა და საქართველოს შორის ორმხრივი საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოების შესაძლებლობას როგორც სამაგისტრო, ისე მოკლევადიანი სწავლების ხელშეწყობის მიმართულებით. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ამ და მსგავსი ინიციატივების განხორციელებას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეს არის მეორე სემინარი იტალიის საელჩოს მიერ ჩაფიქრებული სერიიდან „ახალი ტექნოლოგიები და კულტურული მემკვიდრეობა: იტალიური გამოცდილება“. მისი მიზანია წარსულიდან მიღებული მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში იტალიური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. პირველი სემინარი „ციფრული სთორითელინგის“ თემაზე გასული წლის სექტემბერში ჩატარდა, მესამე სემინარი კი 8 თებერვალს გაიმართება და „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციას მიეძღვნება.

გალერეა

  • მარიამ ჯაში: „განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის ხელშეწყობით ჩვენ უპრეცედენტო გამოფენების მომსწრენი ვართ, რომელსაც საქართველომ იტალიის წამყვანი მუზეუმების შედევრების ექსპოზიციებით უმასპინძლა“, 2019