მარიამ ჯაში, გენადი მარგველაშვილი და ელგუჯა გოცირიძე თერჯოლის რაიონის სოფელ საზანოს სკოლებს ეწვივნენ

24 მაისი 2019
მარიამ ჯაში, გენადი მარგველაშვილი და ელგუჯა გოცირიძე თერჯოლის რაიონის სოფელ საზანოს სკოლებს ეწვივნენ

სოფელ ზედა საზანოში, თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილ საჯარო სკოლაში პრეზენტაციების კონკურსის „გააცანი საქართველო მსოფლიოს“ პირველი ეტაპი გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით გაიმართა.

სტუმრები პროექტის მონაწილე კონკურსანტებს შეხვდნენ, შემდეგ კი შეკრებილ საზოგადოებას განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეებისა და რეფორმების შესახებ ესაუბრნენ.

პროექტი „გააცანი საქართველო მსოფლიოს“ ორ ეტაპად ჩატარდება და 25 მონაწილიდან შერჩეული 8 საუკეთესო ახალგაზრდის პრეზენტაციების მოსმენის შემდეგ, 4 გამარჯვებული გამოვლინდება.

კონკურსის მიზანია მოსწავლეებში ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიების ათვისების ანალიზური, ლოგიკური მსჯელობის უნარის გამოვლენა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ დეპუტატებმა, ასევე, სოფელ საზანოს 26 მაისის თემის მცირეკონტინგენტიანი სკოლა მოინახულეს.

გალერეა

  • მარიამ ჯაში, გენადი მარგველაშვილი და ელგუჯა გოცირიძე თერჯოლის რაიონის სოფელ საზანოს სკოლებს ეწვივნენ, 2019 წლის 24 მაისი