მარიამ ჯაში: „პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ჩვენს განათლების სისტემაში განხორციელებული ინვესტიცია განსაკუთრებით დასაფასებელია“

24 მაისი 2019
მარიამ ჯაში: „პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ჩვენს განათლების სისტემაში განხორციელებული ინვესტიცია განსაკუთრებით დასაფასებელია“

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გოეთეს ინსტიტუტში DAAD-ის სტიპენდიანტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს დაესწრნენ.

მარიამ ჯაშმა სტიპენდიანტებს მიღწეული წარმატება მიულოცა. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მათ ახალი ეტაპი ეწყებათ აკადემიურ თუ პროფესიულ საქმიანობაში.

„პატივი მაქვს ვუხელმძღვანელო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს იმ პერიოდში, როდესაც განათლებასთან დაკავშირებით ქვეყანა ისტორიულ გადაწყვეტილებას იღებს. საქართველომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჯანდაცვის სექტორში ფუნდამენტური რეფორმები განახორციელა. ამჯერად, დღის წესრიგში განათლების სისტემის რეფორმა დგას“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, საქართველო უახლოეს მომავალში მიიღებს ახალ კანონს, რომლითაც გარანტირებული იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე, 6 % -ით განათლების სფეროს დაფინანსება.

„პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ჩვენს განათლების სისტემაში განხორციელებული ინვესტიცია განსაკუთრებით დასაფასებელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დარბაზში დღეს სხედან ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალი ლიდერები იქნებიან“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

გალერეა

  • მარიამ ჯაში: „პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ჩვენს განათლების სისტემაში განხორციელებული ინვესტიცია განსაკუთრებით დასაფასებელია“, 2019 წლის 24 მაისი