მარიამ ჯაში ქობულეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებს შეხვდა

14 ივლისი 2017
მარიამ ჯაში ქობულეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებს შეხვდა

დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, ალექსანდრე ჯეჯელავასთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებს შეხვდა. 

კომიტეტის თავმჯდომარემ პედაგოგებს ზოგადი განათლების განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო და ისაუბრა იმ სამომავლო გეგმებზე და ინიციატივებზე რაც სკოლას კიდევ უფრო განავითარებს.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მასწავლებლებმა კომიტეტის თავმჯდომარესა და მინისტრებს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს.

გალერეა

  • მარიამ ჯაში ქობულეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებს შეხვდა, 2017 წლის 14 ივლისი