მარიამ ჯაში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებული კონკურსის ფინალურ სპექტაკლს დაესწრო

15 აპრილი 2018
მარიამ ჯაში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებული კონკურსის ფინალურ სპექტაკლს დაესწრო

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებული კონკურსის - „ჩემი პირველი ქართული როლი“ - ფინალურ სპექტაკლს დაესწრო.

ცოტა ხნის წინ სამინისტრომ არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მოსწავლეებისთვის ქართულენოვანი სპექტაკლების კონკურსი ჩაატარა, რომლის ფინალიც დედაენის დღეს რუსთაველის თეატრში გაიმართა. საკონკურსო ნამუშევრების (სპექტაკლების) შეფასების კომისიის მიერ სამი საპრიზო ადგილი და ჟიურის სიმპათია გამოვლინდა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, ფინალში გასული სპექტაკლების ყველა მონაწილე მიმდინარე წლის ზაფხულში ბათუმის მუსიკალურ სასწავლო ბანაკში გაემგზავრება.

მარიამ ჯაშმა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ქართული ენის სათანადო ცოდნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

გალერეა

  • მარიამ ჯაში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებული კონკურსის ფინალურ სპექტაკლს დაესწრო, 2018 წლის 15 აპრილი
  • მარიამ ჯაში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებული კონკურსის ფინალურ სპექტაკლს დაესწრო, 2018 წლის 15 აპრილი