მარიამ ჯაში : „შეუფასებელია ის შრომა, რომელსაც უცხოეთში მოღვაწე ქართველოლოგები ეწევიან“

25 მაისი 2019
მარიამ ჯაში : „შეუფასებელია ის შრომა, რომელსაც უცხოეთში მოღვაწე ქართველოლოგები ეწევიან“

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უცხოელ ქართველოლოგებს შეხვდა, რომლებიც ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში მუშაობენ. მეცნიერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტუმრობენ.

„გერმანიასა და საფრანგეთში მოღვაწე ქართველოლოგები ათწლეულების განმავლობაში უდიდეს საქმეს ეწევიან ქართული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის, ასევე ქართული ხელნაწერების სამეცნიერო შესწავლის კუთხით“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეხვედრაზე ისაუბრეს დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარების მნიშვნელობაზე თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში და ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც გვთავაზობს საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამები ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის მიმართულებით.

„შეუფასებელია ის შრომა, რომელსაც უცხოეთში მოღვაწე ქართველოლოგები ეწევიან. მინდა მათ მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის და ახალი ინიციატივებისთვის. დარწმუნებული ვარ, მომავალი წლისთვის საქართველოს მთავრობასთან მივაღწევთ შეთანხმებას უცხოეთში საქართველოსა და ქართული ენის შემსწავლელი მეცნიერებების ხელშეწყობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა

გალერეა

  • მარიამ ჯაში : „შეუფასებელია ის შრომა, რომელსაც უცხოეთში მოღვაწე ქართველოლოგები ეწევიან“, 2019 წლის 25 მაისი