მარიამ ჯაში: უზბეკეთში საქართველოს საელჩოსთან აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავთ

19 აპრილი 2019
მარიამ ჯაში: უზბეკეთში საქართველოს საელჩოსთან აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავთ

მარიამ ჯაში და სიმონ ნოზაძე უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზურაბ აბდუშელიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში საქართველოსა და უზბეკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

საუბარი ასევე შეეხო უზბეკეთში ქართული დიასპორის ხელშეწყობის საკითხებს.

„მოხარული ვართ, რომ უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი განსაკუთრებულ პრიორიტეტად აყენებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებს. ჩვენი მხრივ, კომიტეტის წევრები უზბეკეთში საქართველოს საელჩოსთან აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავთ” - აღნიშნავს მარიამ ჯაში

გალერეა

  • მარიამ ჯაში: უზბეკეთში საქართველოს საელჩოსთან აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავთ, 2019 წლის 19 აპრილი