მარიამ ჯაში: ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილება გაამარტივებს ადმინისტრაციული მართვის პროცედურებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში მოქმედ საჯარო სკოლებში

08 ნოემბერი 2019
მარიამ ჯაში: ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილება გაამარტივებს ადმინისტრაციული მართვის პროცედურებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში მოქმედ საჯარო სკოლებში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ვლადიმერ მგალობლიშვილის განმარტებით, ცვლილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის მოხდება უფლების დელეგირება, რომ სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებს მისცემს წერილობით გაფრთხილებას და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართავს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულები დაარღვევენ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

ასევე, სამინისტროს მიეცემა უფლება, შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის საქმიანობის გამო ერთი წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის შეფასებით, წარმოდგენილი უფლების დელეგირება გაამარტივებს ადმინისტრაციული მართვის პროცედურებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში მოქმედ საჯარო სკოლებში. დეოუატებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი ინიციატივას.
დღესვე კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

გალერეა

  • მარიამ ჯაში: ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილება გაამარტივებს ადმინისტრაციული მართვის პროცედურებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში მოქმედ საჯარო სკოლებში, 2019 წლის 8 ნოემბერი