მარიამ ჯაშმა სამუშაო შეხვედრა გამართა

12 იანვარი 2018
მარიამ ჯაშმა სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას, რომელსაც ესწრებოდნენ იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე, იტალიის საელჩოს, ეკონომიკის სამინისტროს, მხატვართა კავშირისა და „დანტე ალიგიერის საზოგადოება“ თბილისის კომიტეტის წარმომადგენლები.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს კულტურის სფეროში საქართველო-იტალიის თანამშრომლობის ინიციატივები და სამომავლო პერსპექტივები, მათ შორის თანამშრომლობა საქართველოს მხატვართა კავშირისა და „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ თბილისის კომიტეტის ჩართულობით.

გალერეა

  • მარიამ ჯაშმა სამუშაო შეხვედრა გამართა
  • მარიამ ჯაშმა სამუშაო შეხვედრა გამართა
  • მარიამ ჯაშმა სამუშაო შეხვედრა გამართა
  • მარიამ ჯაშმა სამუშაო შეხვედრა გამართა
  • მარიამ ჯაშმა სამუშაო შეხვედრა გამართა
  • მარიამ ჯაშმა სამუშაო შეხვედრა გამართა