empty

15 აპრილი


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

2019 წლის 15 აპრილი, 11:30 სთ. 
თბილისი, რუსთაველის N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N518
(C კორპაუსი, V სართული)

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ (07-2/289; 13.12.2018) მეორე მოსმენა;
მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ნინო თანდილაშვილი;

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/288; 13.12.2018) პირველი მოსმენა;
მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ნინო თანდილაშვილი;

3. ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პეტიცია „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართელოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით (1-5251/19; 19.03.2019).