გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე საქართველოში

26 იანვარი 2018

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ორგანიზებით არასამთავრობო ორგანიზაციის - “მწვანე ალტერნატივა” მიერ მომზადებული ანგარიში განიხილეს. ანგარიშში საუბარია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თაობაზე. 

განხილვაში კანონმდებლებთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დოკუმენტი, რომელიც ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა მანანა ქოჩლაძემ წარმოადგინა, ყურადღებას ორ საკითხს უთმობს: ინფორმაციის თავისუფლების შესაბამისობას 2003/4/EC დირექტივასთან და წიაღის შესახებ კანონის შეუსაბამობას ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებაზე.

მომხსენებლის ინფორმაციით, გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესახებ 2003/4/EC დირექტივა ჯერ არ არის ასახული საქართველოს კანონმდებლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით, საქართველო ვალდებული იყო ეს დირექტივა 2016 წლის ბოლომდე შეესრულებინა.

მანანა ქოჩლაძის განცხადებით, წიაღის შესახებ კანონი აღნიშნულ დირექტივას, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავს პირდაპირ ეწინაარმდეგება. ის კანონის 29-ე მუხლის შუსაბამობაზე ამახვილებდა ყურადღებას საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლთან და ორჰუსის კონვენციის მოთხოვნებთან.

წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესასრულებლად საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სამთო, ენერგეტიკისა და სხვა მომიჯნავე სექტორების მეტი გამჭვირვალობა. მომხსენებლის აზრით, ორჰუსის კონვენციასა და ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან სრული შესაბამისობა ხელს შეუწყობს ახალი სტანდარტების შექმნას და მდგრად განვითარებაზე ორინტირებული კომპანიების ქვეყანაში მოზიდვას.

დისკუსიაში მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაცია, მკაცრად განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, აუცილებლად უნდა იყოს საჯარო. კომიტეტების თავმჯდომარეების განცხადებით, საკითხი მნიშვნელოვანი და აქტუალურია და ეს სფერო აუცილებლად საჭიროებს სისტემურ რეგულირებას.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, სამთამადნო სექტორის რეფორმაზე მუშაობა დაწყებული როგორც საპარლამენტო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში. აღნიშნული რეფორმით ასევე დაიხვეწება გარემოს დაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროცედურა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ყურადღება გაამახვილა ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ამ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირისა და საქართველოს სამართლებრივი აქტების შედარების ცხრილების სავალდებულო წესით დანერგვა, რასაც კომიტეტის მიერ უკვე ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა ინთვალისწინებს.

დასასრულ, თამარ ხულორდავამ შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტსა და არასამთავრობო სექტორს შორის დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება და საქმიანი თანამშრომლობა შედეგის მომტანი იქნება.

გალერეა

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე საქართველოში