გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პალიასტომის ტბაზე თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით სარგებლობის კიდევ ხუთი წლით გადავადებას დაუჭირა მხარი

24 მაისი 2019

კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განიხილა და მხარი დაუჭირა.

საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თომა დეკანოიძემ გამოიტანა და კომიტეტის წევრებს მიღების მიზნებსა და მიზეზებზე მიაწოდა ინფორმაცია.

წარმოდგენილი კანონპროექტით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ცვლილება შედის გარდამავალ დებულებაში, რომელიც პალიასტომის ტბაზე, ტრადიციული გამოყენების ზონაში, არაუმეტეს 30 ც. ძ.-ის, თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით სარგებლობის ვადის გადავადებას ითვალისწინებს.

საქმე ისაა, რომ მოქმედი კანონის თანახმად, 2019 წლის 1 იანვრიდან პალიასტომის ტბაზე, ტრადიციული გამოყენების ზონაში დაიშვება მხოლოდ ელქტროძრავიანი ნავებით გადაადგილება.

ადგილობრივი მოსახლეობა კი ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში სარგებლობს შეშით, თიბავს და ახორციელებს თევზჭერას პალიასტომის ტბაზე, რომელიც შედის კოლხეთის ეროვნული პარკის ფარგლებში.

აღნიშნული საქმიანობისთვის მოსახლეობა იყენებს თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიან ნავებს, ამასთან, სხვა ალტერნატიული გზა, თივის და სათბობი შეშის ეროვნული პარკის ტერიტორიიდან გამოსატანად, გარდა ამ ნავებისა, ჯერჯერობით არ არსებობს.

„ზემოაღნიშნული საქმიანობისთვის კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში არაუმეტეს 30 ც. ძ.-ის, თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება დაშვებული იყო 2019 წლის 1 იანვრამდე. წარმოდგენილი ცვლილებით, ხდება არსებულ დაშვებაზე ვადის გადაწევა, კერძოდ, კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება, არაუმეტეს 30 ც. ძ.-ის, თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით, შესაძლებელი იქნება 2024 წლის 1 იანვრამდე, რითაც შესაძლებელი გახდება ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემის გადაჭრა“, - განაცხადა მომხსენებელმა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, მოქმედი კანონის სრულყოფილად ამოქმედებას პრობლემას უქმნის როგორც ფინანსები, ასევე ის ფაქტი, რომ ელქტროძრავიანი ნავების სიმძლავრე საკმაოდ დაბალია იმისათვის, რომ მოსახლეობამ ღელვის დროს ტბაზე გადაადგილება უსაფრთხოდ შეძლოს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავას განცხადებით, ვადის გადაწევა თუნდაც ხუთი წლით, პრობლემას სრულად ვერ მოაგვარებს და აუცილებელია დღეიდანვე ფიქრი იმაზე, თუ სახელმწიფოს მხრიდან რისი გაკეთება შეიძლება მოსახლეობის დასახმარებლად.

მან დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებისგან მოითხოვა, რომ წლის ბოლომდე კომიტეტში წარმოადგინონ როგორც სრულყოფილი ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ, ასევე, ხედვა შექმნილი პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის გზებზე.

ბიუროს გადაწყვეტილებით, კანონპროექტს პარლამენტი გამარტივებული წესით იხილავს.

გალერეა

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პალიასტომის ტბაზე თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავით სარგებლობის კიდევ ხუთი წლით გადავადებას დაუჭირა მხარი, 2019 წლის 24 მაისი