გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის პეტიციაზე იმსჯელა

15 აპრილი 2019
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის პეტიციაზე იმსჯელა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უძღვებოდა, ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ პეტიციაზე „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით იმსჯელეს.

აღნიშნული პეტიციით, მოსახლეობა 2018 წელს მიღებულ კანონს აპროტესტებს, რომლითაც ყაზბეგის ეროვნული პარკის გაფართოება ხდება, ვინაიდან, მათი განცხადებით, ეს კანონი სასაზღვრო რეგიონს განვითარების საშუალებას უსპობს და ქმნის ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაციის საფრთხეს. ისინი ითხოვენ კანონში შეტანილი ცვლილებების ამოქმედების შეჩერებას და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ახალი კანონპროექტის შემუშავებას.

„კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აუცილებელია კომიტეტმა პეტიცია განიხილოს, მაგრამ მანამდე შევხვდებით პეტიციის ავტორების წარმომადგენლებს. მათგან მოვისმენთ დეტალურ არგუმენტაციას, შევაჯერებთ პოზიციებს და კომიტეტის შემდეგ სხდომაზე მივუბრუნდებით ამ საკითხის განხილვას“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში პეტიციის ავტორებთან შეხვედრა ოთხშაბათს, 17 აპრილისთვის დაიგეგმა.

გალერეა

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის პეტიციაზე იმსჯელა, 2019 წლის 15 აპრილი