კახა კუჭავა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შეხვდა

07 ნოემბერი 2019
კახა კუჭავა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შეხვდა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავა საქართველოს პარლამენტში სასწავლო ვიზიტად მყოფ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შეხვდა.

კახა კუჭავამ შეხვედრაზე მეგობარი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებს გააცნო, ზოგადად, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, უფრო დეტალურად კი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საქმიანობა როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო კუთხით. მან ასევე უპასუხა საჯარო მოხელეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე.

„მათთვის მნიშვნელოვანი იყო მიეღოთ ინფორმაცია იმ პრაქტიკაზე, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თემატურ მოკვლევასთან და ნორმატიული აქტების აღსრულებასთან დაკავშირებით პირველმა დანერგა საქართველოს პარლამენტში. ძირითადად აინტერესებდათ, თუ როგორ მუშაობს ეს მექანიზმები პრაქტიკაში, რა შეიძლება იყოს ის საკითხები და დაბრკოლებები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ მათ ამის პირველად დანერგვის შემთხვევაში. ნამდვილად საამაყოა ის პრაქტიკა, რომელიც ჩვენმა პარლამენტმა უკვე დანერგა და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით დღეს უკვე სავალდებულო გახდა კომიტეტებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი კომიტეტი თავის საქმიანობაში უკვე იყენებს საპარლამენტო კონტროლის ამ მექანიზმებს და მოხარული ვიქნებით, თუ კი ვნახავთ, რომ ჩვენს მაგალითზე სხვა პარლამენტებიც გაიზიარებენ ჩვენს გამოცდილებას და დანერგავენ იგივე სისტემას“, - განაცხადა კახა კუჭავამ შეხვედრის შემდეგ.

გალერეა

  • კახა კუჭავა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შეხვდა, 2019 წლის 7 ნოემბერი