კახაბერ კუჭავა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარტინა ქვიქს შეხვდა

12 თებერვალი 2018
კახაბერ კუჭავა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარტინა ქვიქს შეხვდა

საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე იყო საუბარი შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, კახაბერ კუჭავასა და შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარტინა ქვიქს შორის შედგა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რაზეც საუბარი და შეთანხმება დეკემბრის თვეში შვედეთის სამეფოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტის ფარგლებში შედგა.

„შეხვედრა იყო ფაქტობრივად გაგრძელება ვიზიტის, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ჩემი მხრიდან დეკემბრის თვეში შედგა შვედეთში. შვედეთის საელჩოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA)-თან დაიგეგმა თანამშრომლობა. გავიარეთ ის სამომავლო გეგმები, რომელზეც კომიტეტი აპირებს მუშაობას და ის შესაძლებლობები, რომელშიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) ჩაერთვება და დაგვიჭერს მხარს. საუბარი რამდენიმე მიმართულებას შეეხო. გამოვყავით ის, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად აქტუალურია. ეს არის ტყის კოდექსი, ნარჩენების მართვა და მწვანე ეკონომიკა, ასევე რამდენიმე სხვა საკითხი, რომელზეც ვნახავთ, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება აქტიური თანამშრომლობა“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახაბერ კუჭავამ.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახაბერ კუჭავას განცხადებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA), გარემოს დაცვის მიმართულებით, საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს.

გალერეა

  • კახაბერ კუჭავა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარტინა ქვიქს შეხვდა, 2018 წლის 12 თებერვალი