ზაზა ხუციშვილი: მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება ახალგაზრდებს მომავალშიც მაქსიმალურად გავუზიაროთ

23 მაისი 2019
ზაზა ხუციშვილი: მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება ახალგაზრდებს მომავალშიც მაქსიმალურად გავუზიაროთ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. 

დეპუტატმა სტუდენტებს პარლამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, კანონშემოქმედებითი პროცესი და საკომიტეტო მუშაობის პროცედურები გააცნო. მანვე ახალგაზრდებს კომიტეტში ინიცირებულ კანონპროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა და იმ საკანონმდებლო სიახლეებზე ესაუბრა, რომლებსაც კომიტეტი ამ ეტაპზე განიხილავს.

საუბარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ზაზა ხუციშვილმა ამომწურავად უპასუხა სტუდენტების კითხვებს, რომლებიც ძირითადად, ჰესების მშენებლობას, ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას, ტყის დაცვას ეხებოდა.

მოხარული ვარ, რომ სტუდენტებს აინტერესებთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების თემა. მომავალი თაობების ასეთი აქტიურობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუკი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლები საბოლოო ჯამში პოლიტიკის გზას აირჩევენ. ვფიქრობ, ასეთი პრაქტიკა მათთვის სიკეთისა და გამოცდილების მომტანი იქნება. მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება ახალგაზრდებს მომავალშიც მაქსიმალურად გავუზიაროთ, პარლამენტის მუშაობის პრინციპები გავაცნოთ, მათთვის საინტერესო თემებზე ვესაუბროთ, რადგან ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა სწორედ ღიაობა და საკანონმდებლო პროცესში სტუდენტების ჩართულობაა“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა შეხვედრის ბოლოს.

გალერეა

  • ზაზა ხუციშვილი: მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება ახალგაზრდებს მომავალშიც მაქსიმალურად გავუზიაროთ, 2019 წლის 23 მაისი