empty

12 ოქტომბერი


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

2017 წლის 12 ოქტომბერი, 17:00 საათი
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)

დღის წესრიგი

1. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტებზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები (N07-1/3, 09.10.2017); 
მომხსენებელი: საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - ანა დოლიძე;
კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელი პირი: ზ. დეკანოიძე, გ. თორდია;

2. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატურების (იოსებ ვარძელაშვილი, ქეთევან ბექაური, ემზარ პაქსაძე, თეა ჯუღელი) განხილვა;
კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელი პირი: გ. თორდია;

3. „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის“; საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“; „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე" (07-2/132, 29.09.17);
საქართველოს მთავრობა წარმოადგენს 2018 წლის ბიუჯეტს, რომელიც სრულად ეფუძნება მთავრობის 4-პუნქტიან სამოქმედო გეგმას. 2018-2021 წლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში.
გაგრძელდება 2017 წელს დაწყებული ხარჯების ოპტიმიზაცია და 2018 წელს მიმდინარე ხარჯები განისაზღვრება მშპ-ის 23.3%-ის ფარგლებში.