empty

15 აპრილი


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

2019 წლის 15 აპრილი, 09:30 სთ.
საქართველოს პარლამენტი,
თბილისი, რუსთაველის გამზ. 8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)

დღის წესრიგი

განსახილველი კანონპროექტები:

1. საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/302; 06.03.2018) III მოსმენა;
კანონპროქტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344² მუხლის პირველი ნაწილით დასჯადი გახდება პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან/და უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება.
ინიციატორები: საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ კუჭავა, შოთა ხაბარელი;
მომხსენებელი: პარლამენტის წევრი თამარ ხულორდავა;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; 
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;

2. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/245; 15.11.2018) III მოსმენა;
წარმოდგენილი ცვლილების პროექტი, მიზნად ისახავს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად ბიზნესომბუდსმენის კომპეტენციას დაემატოს საერთო სასამართლოებში სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქციის შესრულება. ასევე, ბიზნესომბუდსმენს ენიჭება ადმინისტრაციული ორგანოდან საკუთარი მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობა.
ინიციატორები/მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; 
სავალდებულო: საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი;

3. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/185; 31.05.2018) III მოსმენა;
კანონპროექტი ითვალისწინებს საინვესტიციო, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისათვის და D5 კატეგორიის ვიზის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას. ასევე, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის და მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები.
ინიციატორები/მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრები: გოჩა ენუქიძე, ივლიანე წულაია;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი;

4. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/131; 01.03.2018) III მოსმენა;
კანონპროექტის ძირითადი არსია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დახვეწა. კანონით განისაზღვრება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლის განმარტება.
ინიციატორები/მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრები: კახა კუჭავა, გოგა გულორდავა;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;

5. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/301/9; 06.03.2019) II მოსმენა;
განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტით რეგულირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევა, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენა მოხდება გამჭვირვალე, საჯარო, ღია და ხანგრძლივი პროცესით, რომელიც დეტალურად იქნება გაწერილი საკანონმდებლო დონეზე.
ინიციატორები/მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი;

6. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/315/9; 27.02.2019) II მოსმენა;
კანონპროექტის მიღებით საქართველოში მიმდინარე კანონშემოქმედებით პროცესში რეგულირების ზეგავლენის შეფასების სისტემის დანერგვის შესახებ საკანონმდებლო დონეზე გაკეთდება შესაბამისი განაცხადი. თავის მხრივ, რეგულირების ზეგავლენის შეფასების სისტემამ უნდა უზრუნველყოს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებამდე საკითხის კომპლექსურად შესწავლა, ხელი შეუწყოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ მტკიცებულებებზე დაფუძნებული, სწორი არჩევანის გაკეთებას და არსებულ პრობლემათა გადაჭრის ყველაზე ეფექტიანი გზების მოძიებას, რა მიზნითაც, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს ის ინსიტიტუციური ჩარჩო, რომელმაც რეგულირების ზეგავლენის შეფასება კანონშემოქმედებითი პროცესის სავალდებულო ელემენტად უნდა აქციოს.
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა; 
მომხსენებელი: მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ნათია მიქელაძე;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; 
სავალდებულო: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი;

7. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/285; 13.02.2019) II მოსმენა;
კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ტექსტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა.
ინიციატორები/მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, რატი იონათამიშვილი, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;

8. საქართველოს კანონის პროექტები: „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/247; 27.08.2018) II მოსმენა; 
კანონპროექტით ხდება უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების პროცედურების გამართვა. ასევე, სამსახურში მიღების, სამსახურის გავლისა და სამსახურიდან დათხოვნის ზოგიერთი საკითხის მეტი მოწესრიგება, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირთათვის შეტყობინების გაგზავნის ქმედითი სისტემის შექმნა, დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების დაწესება.
ინიციატორი: საქართველოს მთვრობა; 
მომხსენებლები: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ხადური;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;

9. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/291/9; 27.02.2019) I მოსმენა; 
კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია, ჯანსაღი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველსაყოფად, ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის პრევენციისათვის რეგულაციების დაწესებით ქალაქ თბილისში ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების შემცირება.
ინიციატორები: საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, გოგი მეშველიანი, ნინო წილოსანი, ოთარ დანელია, გუგული მაღრაძე, გიორგი კახიანი, გელა სამხარაული, კობა ლურსმანაშვილი; 
მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრები: კახა კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ნინო წილოსანი;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი;

10. „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ (07-2/311; 13.02.2019) I მოსმენა;
კანონპროექტის მიღებით 6 კატეგორიის ის ფიზიკური პირები გათავისუფლდებიან ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისაგან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2019 წლის 15 იანვრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
მომხსენებელი: იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; 
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.