empty

16 აპრილი


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

2018 წლის 16 აპრილი, 12:00  სთ;
ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)

დღის წესრიგი

1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/80; 25.05.2017) - III მოსმენა;
კანონპროექტით გათვალისწინებულია სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა; ასევე, ითვალისწინებს პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის სფეროში არსებული სანებართვო დოკუმენტის ან სარგებლობის ლიცენზიის გარეშე საქმიანობის და საქმიანობის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტით ან ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან მიმართებაში სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით.
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
ინიციატორი/მომხსენებელი: საქართველოს მთავრობა/საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ნინო თანდილაშვილი; 
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: აგრარულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტები;

2. საქართველოს კანონის პროექტები: „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/172; 26.02.2018) - III მოსმენა;
პროექტით არსებითად იცვლება „ქურდული სამყაროს“, „ქურდული სამყაროს“ წევრის, „კანონიერი ქურდის“, „ქურდული გარჩევის“ დეფინიციები, ამასთან, იხვეწება კანონში წარმოდგენილი დეფინიციები და ემატება ისეთი ტერმინები, როგორიცაა, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა და „ქურდული შეკრება“. „ქურდული სამყაროს“ წევრობა გახდა დენადი დანაშაული, აღნიშნული უწყვეტად ხორციელდება ამ სტატუსის შეძენიდან მის გაუქმებამდე. დღეს მოქმედი რედაქციით აღნიშნული დანაშაული განგრძობად ხასიათს ატარებს, რამდენადაც სტატუსის შეძენასთან ერთად პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის მოითხოვს აქტიური მოქმედებების განხორციელებასაც. შეიცვალა „ქურდული გარჩევის“ ცნების განმარტება და ა.შ. აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე წარმოდგენილია გამომდინარე კანონპროექტები. 
ინიციატორი /მომხსენებელი: საქართველოს მთავრობა/შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ნათია მეზვრიშვილი;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; 
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;

3. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/175; 06.03.2018) - III მოსმენა;
კანონპროექტის მიზანია საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენცია, ევროკავშირის ქვეყნებში დანაშაულის ჩამდენ საქართველოს მოქალაქეთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საქართველოში გრძელვადიანი მოქმედებისათვის მყარი საკანონმდებლო გარანტიის შექმნა.
ინიციატორი/მომხსენებელი: საქართველოს მთავრობა მომხსენებელი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე; 
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; 
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი;

4. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/170; 26.02.2018) - II მოსმენა;
კანონპროექტის თანახმად, იზრდება ჯარიმის ოდენობა წვრილმანი ხულიგნობისთვის და ასევე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისთვის.
ინიციატორი/მომხსენებელი: საქართველოს მთავრობა/შინაგან საქმეთა სამინისტროს მოადგილე - ნათია მეზვრიშვილი;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;

5. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/184; 29.03.2018) – I მოსმენა;
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 17 მაისის №861-IIს კანონის მიხედვით, 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა არ გადაფაროს ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების შინაარსი. 2.იმ ადმინისტრაციული ორგანოს განსაზღვრა, რომელიც განიხილავს მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეებს. 
ინიციატორი/მომხსენებელი: საქართველოს მთავრობა/სსიპ-საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი - კონსტანტინე სულამანიძე; 
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი;

6. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (07-3/121; 06.02.2018) - II მოსმენა;
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის იმპლემენტაციისათვის განსაზღვრულ ვადასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ამ ნორმების დარღვევისთვის დადგენილი სანქციისათვის ერთიანი ვადის განსაზღვრა. 
ინიციატორი/მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; 
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;

7. მოქალაქე თეიმურაზ რეხვიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება - აღსრულების საკითხებთან დაკავშირებით (N4542; 23.03.2018);
საკანონმდებლო წინადადების არსი: აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის ვერ აღსრულების შემთხვევაში კრედიტორებს წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასური დაუბრუნოს უკან.
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;

8. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების „ზვიადის გზა უფლის სახელით“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N3450; 05.03.2018);
წინადადება ეხება პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო სუბიექტებად რეგისტრაციისათვის ცესკოში შესაბამისი დოკუმენტაციის წარსადგენად კანონით გათვალისწინებული ვადების ოპტიმიზაციის საკითხს.
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.