empty

16 მარტი


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

2020 წლის 16 მარტი, 17:00 საათი
საქართველოს პარლამენტი,
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8,
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)

დღის წესრიგი

1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, სოფიო კილაძის და ისკო დასენის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/442; 04.03.2020) I მოსმენა (დაჩქარებული წესით);

2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, გოგა გულორდავას, გურამ მაჭარაშვილის, სოფიო კილაძის და ისკო დასენის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/441; 04.03.2020) I მოსმენა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2020 წლის 11 მარტს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ნინო ქადაგიძის, კანდიდატურის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნა.