empty

17 თებერვალი


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

2017 წლის 17 თებერვალი, 14:00 საათი
თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

დღის წესრიგი


1. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – (N07-2/488, 19.05.2016)
პროექტის შესაბამისად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის კონკრეტულ თანამშრომლებს უფლება აქვთ, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით გამოიყენონ ფიზიკური ძალა (ნაცვლად „ფიზიკური იძულებისა“), სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი. ამასთან, დაზუსტდა შესაბამისი გარემოებები და მითითებითი ნორმები ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის კონკრეტულ მუხლებთან.
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა
მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე - გიორგი კაკაურიძ 

2. საქართველოს კანონის პროექტი ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვილების შეტანის თაობაზე“ – (N07-2/9, 13.12.2016) – II მოსმენა
(წარმოდგენილი კანონის პროექტით ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი განისაზღვრა 65 წლით (ნაცვლად ჩანაწერისა - ,,უთანაბრდება საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს“). განისაზღვრება ნოტარიუსის ვადის გაგრძელება არა უმეტეს 5 წლით).
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა
მომხსენებელი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე - ალექსანდრე ბარამიძე
პასუხისმგებელი პირი კომიტეტის აპარატიდან: ნ. ბასილაძე 

3. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში ცვლილება ნომერი ერთი (07-2/38, 30.01.2017).
შეთანხმების მიზანია მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა, კანონის უზენაესობის ადამიანის უფლებების, დემოკრატიული მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება.
ინიციატორი: მთავრობა
მომხსენებლები: ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი.

4. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება (N11298, 29.05.2015) საქართველოს კანონში „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ.
საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, მიზანშეუწონილია მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მშობლის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლის ფაქტის დაკავშირება აღნიშნული სტატუსის გაუქმებასთან.

5. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების ,,ზვიადის გზა უფლის სახელით“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1784, 12.12.2016).
(ითვალისწინებს პარტიის საარჩევნო რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს)
პასუხისმგებელი პირი კომიტეტის აპარატიდან: ნ. შარიქაძე

6. მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ – (N2748, 27.12.2016).
(ითვალისწინებს ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის ამოღებას, რომლიც ეხება ნოტარიუსის სამსახურებრივ შეუთავსებლობას. კერძოდ, ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ნოტარიუსს და მისი სანოტარო ბიუროს თანამშრომლებს ეკრძალებათ იყვნენ მხარეთა შუამავლები გარიგების დადებისას”)
პასუხისმგებელი პირი კომიტეტის აპარატიდან: ნ. ბასილაძე

7. მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით - (N2753, 26.12.2016).
(ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლის მეორე ნაწილის ჩამოყალიბებას შემდეგი რედაქციით: დაზარალებულს უფლება აქვს გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლოში)
პასუხისმგებელი პირი კომიტეტის აპარატიდან: თ. ტყეშელიაძე

8. მოქ. გიორგი ლაბაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ – (N3058, 29.12.2016)
(წინადადების ავტორი ითხოვს ნადირობის წესების დარღვევად არ ჩაითვალოს ისეთი მტაცებელი ცხოველის მონადირება, რომელთა სიმრავლეც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ასევე სოფლის მეურნეობის წარმართვასა და განვითარებას (მგლებზე ნადირობის დაშვება).
პასუხისმგებელი პირი კომიტეტის აპარატიდან: დ. კუპრეიშვილი

9. საორგანიზაციო საკითხები