empty

2 მარტი


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

2020 წლის 2 მარტი, 13:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/409; 01.11.2019 II მოსმენა;

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/402; 18.10.2019) I მოსმენა;

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/433; 19.12.2019) I მოსმენა;

4. საქართველოს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, ვლადიმერ კახაძის, ილია ნაკაშიძის და დიმიტრი მხეიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/420; 28.11.2019) I მოსმენა;

5. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, კახაბერ კუჭავას, სულხან მახათაძის, ოთარ დანელიას, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი გაჩეჩილაძის, კობა ლურსმანაშვილის, ზაზა ხუციშვილის და პაატა გოგოხიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „აკვაკულტურის შესახებ“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/430; 29.01.2020) I მოსმენა;

6. არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან (07-3/246; 15.11.2018) დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება – I მოსმენა;

7. მოქალაქეების: ედიშერ ჯანჯულიას, ჯემალ შონიას და ზურაბ სანიკიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-20746; 06.11.2019);

8. ა(ა)იპ − დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს (ეკატერინე ციმაკურიძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონების პროექტებთან და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (1-20242/19; 31.10.2019);

9. N12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ერთჯერადი ჰუმანური აქტის მიღების შესახებ (1-26348/19; 30.12.2019).