empty

25 დეკემბერი


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

2018 წლის 25 დეკემბერი, 11:00 სთ.
თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/265; 25.10.2018) I მოსმენა;
წარმოდგენილი კანონპროექტით ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება შესაძლებელი ხდება სამოხელეო დანაშაულების მთლიან თავზე და არა მის ცალკეულ მუხლებზე, როგორც ეს ამჟამად არის განსაზღვრული. ამათან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ჩამონათვალი შესაბამისობაში მოდის დღემდე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან, შესაბამისად, უქმდება იმ მუხლებზე მითითება, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ისედაც განეკუთვნებიან განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს და მათ დამატებით გამოყოფა აღარ არის საჭირო.
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
მომხსენებელი: მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;

2. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/252; 04.12.2018) III მოსმენა;
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 1561 მუხლი „პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა“, რომლითაც ასეთი ნაკეთობის არსრულწლოვანისათვის მიყიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა 200 ლარით.
ინიციატორები: საქართველოს პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, სიმონ ნოზაძე, რევაზ არველაძე, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა, რატი იონათამიშვილი, ზაზა გაბუნია;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო კომიტეტები: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;

3. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონების პროექტები: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07- 2/157; 15.12.2017) III მოსმენა;
შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობების ყველა ეტაპზე პირთა თანასწორუფლებიანობის დაცვისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილების მექანიზმების გაუმჯობესება.
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
ავტორი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
მომხსენებელი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია;
წამყვანი: იურიდიული საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;

4. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/257; 13.12.2018) II მოსმენა;
კანონის პროექტი არეგულირებს გარკვეული ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის ადგილზე გამოწერის საკითხებს. კერძოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილ პირებს, მიენიჭებათ შესაძლებლობა საჯარიმო ქვითარი შეავსონ როგორც კალმით, ისე ელექტრონული ფორმით.
ინიციატორები: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, კობა ლურსმანაშვილი;
მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, კობა ლურსმანაშვილი;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;

5. საქართველოს კანონის პროექტები „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“კ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“,„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/261; 13.12.2018) II მოსმენა; დაჩქარებული წესით;
ცვლილებები ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის ვადის გადადებას.
ინიციატორები: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ანრი ოხანაშვილი;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;

დადგენილების პროექტი

6. დადგენილების პროექტი „2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ“ (07-3/242/9; 07.11.2018)
ინიციატორი: პარლამენტის წევრი - სერგი კაპანაძე;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.