empty

25 ნოემბერი


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

2019 წლის 25 ნოემბერი, 13:00 საათი
საქართველოს პარლამენტი,
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 8,
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)

დღის წესრიგი

1. საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შესახებ“, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/362; 05.06.2019) I მოსმენა;

2. საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/367; 14.06.2019) I მოსმენა;

3. მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-14530/19; 30.07.2019);

4. მოქალაქე ლეილა არხოშაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-13628/19; 15.07.2019);

5. საქართველოს სახალხო ფრონტის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-13152; 08.07.2019);

6. არასამთავრობო ორგანიზაცია „ბინათმოსარგებლეთა და უბინაოთა უფლებების“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-12996/19; 04.07.2019);

7. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტებთან დაკავშირებით (1-16616/19; 09.09.2019).