empty

27 მაისი


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

2019 წლის 27 მაისი, 12:00 სთ.
საქართველოს პარლამენტი,
თბილისი, რუსთაველის გამზ. 8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N314
(C კორპუსი, III სართული)

დღის წესრიგი

დაჩქარებული პროექტი:

1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/339; 08.05.2019) I მოსმენა;
კანონპროექტი მიზნად ისახავს დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი და ამტვერებადი მასალების განთავსებასთან, რეალიზაციასთან, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას.
ინიციატორები/მომხსენებლები: პარლამენტის წევრები - კ. კუჭავა, მ. მდინარაძე, ზ. ხუციშვილი, ე. მაჭავარიანი, გ. გაჩეჩილაძე, გ. მეშველიანი, ნ. წილოსანი, გ. კახიანი;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;

ანგარიშები:

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშები (1-6104/19; 27.03.2019);
ინიციატორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
მომხსენებელი: იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე;
წამყვანი: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; 
სავალდებულო: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიში (1-6107/19; 27.03.2019);
ინიციატორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
მომხსენებელი: იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე;
წამყვანი: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი;
სავალდებულო: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;

4. „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება და საქართველოს კანონის პროექტები: „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/344; 08.05.2019) I მოსმენა;
ფორმდება თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროჯასტს შრის, რაც იწვევს თანმდევ კანონპროექტებში ცვლილების შეტანას.
ინიციატორი/მომხსენებელი: საქართველოს მთავრობა;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი;

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ განსახილველი პროექტები - წამყვანი კომიტეტის სტატუსით:

5. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/185; 31.05.2018) III მოსმენა;
კანონპროექტი ითვალისწინებს საინვესტიციო, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისათვის და D5 კატეგორიის ვიზის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას. ასევე, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის და მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები.
ინიციატორები/მომხსენებლები: საქ. პარლამენტის წევრები: გოჩა ენუქიძე, ივლიანე წულაია;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; 
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი;

6. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/272; 21.01.2019) II მოსმენა;
კანონპროექტის მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილების - „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ“, აღსრულება და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
ინიციატორები/მომხსენებლები: პარლამენტის წევრები - ე. ბესელია და გ. ფოფხაძე;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;

7. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/331/9; 05.04.2019) I მოსმენა;
კანონპროექტის მიღებით, კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და საქართველოს პრეზიდენტის საკონსტიტუციო პრეროგატივის განხორციელების უზრუნველსაყოფად, სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდება პირდაპირი მითითება იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულთა შეწყალება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით. აღნიშნული ნორმატიული აქტით, თავის მხრივ, მკაფიოდ განისაზღვრება ის რეგულაციები და პროცედურული წესები, რომელთა დაცვის გარეშეც შეწყალების თხოვნა ვერ აღსრულდება.
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
მომხსენებლები: იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; 
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;

8. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/319/9; 03.04.2019) I მოსმენა;
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით ეფექტურად დარეგულირდება ისეთ სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა ან საქართველოდან გატანა.
ინიციატორები: საქართველოს პარლამენტის წევრები - ირაკლი სესიაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ირაკლი სესიაშვილი;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;

9. „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (07-3/316/9; 03.04.2019) I მოსმენა; 
კანონპროექტის მიღებით „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში დაზუსტდება სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების ჩამონათვალი.
ინიციატორები/მომხსენებლები: პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი;

10. დადგენილების პროექტი „ზაზა ხარებავასთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ (07-3/327/9; 17.04.2019);
ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციები: „ევროპული საქართველო", „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", „ევროპული საქართველო - რეგიონები"; 
მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრები - ოთარ კახიძე და ელენე ხოშტარია;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;

11. დადგენილების პროექტი „ლევან გზირიშვილისთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ (07-3/326/9; 17.04.2019);
ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციები: „ევროპული საქართველო", „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", „ევროპული საქართველო - რეგიონები"; 
მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრები - ოთარ კახიძე და ელენე ხოშტარია;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;

12. დადგენილების პროექტი „შოთა ქადაგიძისთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ (07-3/328/9; 17.04.2019);
ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციები: „ევროპული საქართველო", „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", „ევროპული საქართველო - რეგიონები";
მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრები - ოთარ კახიძე და ელენე ხოშტარია;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ განსახილველი კანონპროექტები - სავალდებულო კომიტეტის სტატუსით:

13. საქართველოს კანონების პროექტები „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/333; 01.05.2019);
კანონპროექტი მიზნად ისახავს, შეიქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების მარეგულირებელი თანმიმდევრული და განჭვრეტადი კანონმდებლობა. განისაზღვრება მის აღსრულებაზე უფლებამოსილი ორგანო და აღსრულების ეფექტური მექანიზმები.
ინიციატორები/მომხსენებლები: პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, სოფო კილაძე, ირაკლი ბერაია და ვანო ზარდიაშვილი;
წამყვანი: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი;
სავალდებულო: რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი; ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;

საკანონმდებლო წინადადებები:

14. პოლიტიკური გაერთიანება „კანონი და სამართალის“ (თამარ ჩარკვიანი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-6593/19/9; 02.04.2019);
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;

15. ჯამლათ გვიდიანის საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-3461/19; 25.02.2019);
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;

16. ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-3602/19; 26.02.2019);
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;

17. მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-2783; 15.02.2019);
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.