empty

6 დეკემბერი


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

2018 წლის 6 დეკემბერი, 10:00 სთ.
ქ. ქუთაისი, საქართველოს პარლამენტი
სხდომათა დარბაზი N304

დღის წესრიგი

1. დადგენილების პროექტი „2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ“ (07-3/242/9; 07.11.2018);
ინიციატორი: პარლამენტის წევრი - სერგი კაპანაძე;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;

2. „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/197; 14.06.2018) II მოსმენით;
კანონპროექტით წესრიგდება საქართველოში მოქმედი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დადგენისა და გამოყენების წესი. პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს როლი და ფუნქცია ასეთი სიმბოლოების გამოყენებისას. კერძოდ, კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო სიმბოლოების (დროშა, გერბი და ჰიმნი) სწორად და კანონით დადგენილი პარამეტრებით გამოყენება სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებში, როგორიცაა - სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი, პირადობის მოწმობა, პასპორტი და ა.შ. ასევე, აღლუმებზე ინაუგურაციებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე მათი სწორად გამოყენება. 
ინიციატორები: საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გიორგი ხატიძე, გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი;
მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრი: ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი ხატიძე;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი;

3. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/275; 08.11.2018);
წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, ხდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ნაოსნობის წესების დარღვევისთვის დადგენილი პასუხისმგებლობის გადახედვა და მათი დიფერენცირება სამართალდარღვევის შედეგების გათვალისწინებით.
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
მომხსენებელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი;
წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი.