ანრი ოხანაშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

24 მაისი 2019
ანრი ოხანაშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს და გერმანიის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელს, იან ბიტნერს შეხვდა.

ანრი ოხანაშვილმა სტუმრებს კომიტეტის პრიორიტეტები და მიმდინარე აქტუალური საკითხები გააცნო. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა სრული მხარდაჭერა გამოხატა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიმართ.

როგორც ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსთან და პირადად ელჩთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

„გერმანიის საელჩო და გერმანიის ელჩი პერსონალურად ძალიან ბევრი მიმართულებით მხარს უჭერს ჩვენს კომიტეტს და ზოგადად პარლამენტს. დღეს გერმანიის ელჩთან ვისაუბრეთ იმ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რომელიც ჩვენ გაწერილი გვაქვს სამოქმედო გეგმით და ეს იყო კიდევ ერთი დამატებითი შეხვედრა ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

გალერეა

  • ანრი ოხანაშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, 2019 წლის 24 მაისი