ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

10 იანვარი 2018
ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარიზში გაემგზავრება, სადაც 12 იანვარს, ევროპის საბჭოს ოფისში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

სხდომის დღის წესრიგის თანახმად, მთავარი საკითხი კომიტეტის წევრების ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ესპანეთიდან წარდგენილ კანდიდატებთან გასაუბრება იქნება, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია და ჩატარდება ხმის მიცემის პროცედურა.