ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა

11 ოქტომბერი 2018
ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში მონაწილეობას იღებს.

დღეს, სესიის ფარგლებში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით მორიგი სხდომა გამართა.

სხდომაზე განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემთხვევები.

საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს: ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის უფროსმა ფრედერიკ სანდბერგმა, სასამართლოს რეესტრის საქმეთა-მართვისა და სამუშაო მეთოდების განყოფილების უფროსმა პაოლა ტონარელი-ლაკორემ და Redress-ის (გაერთიანებული სამეფოს ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ და მართლმსაჯულების აღსადგენად) დირექტორმა რუპერტ სკილბეკმა.

„საქართველოს 2016 წლის რეგლამენტის ცვლილებებით აქვს საპარლამენტო ზედამხედველობის ახალი მექანიზმი, რომლითაც აკონტროლებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას. ამის გამო, ბოლო ანგარიშებში საქართველოს დადებითი შეფასება აქვს. ბოლო წლებში, ასევე დადებითია დინამიკა გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით საქართველოს მაგალითზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გალერეა

  •  ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა